მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძია მაკარონი პომიდვრის სოუსით. ალბათ გაგისინჯავთ ტრადიციული სოუსი “მარინარა”. მისი მომზადება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.
მაგრამ ჩვენ ისეთ საიდუმლოს გაგანდობთ, რომელითაც უმარტივეს სოუსს მოამზადებთ.
ინგრედიენტები
- 2 პომიდორი
- ზეითუნის ზეთი
- მარილი
- დაფქული შავი წიწაკა
- ბაზილიკი
გახეხეთ პომიდორი, დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და დაუმატეთ მომზადებულ მაკარონს. გემრიელად მიირთვით!