მანის ბურღულის ნამცხვარი

როდესაც სტუმარი ზღურბლს არის მომდგარი რაიმე რთუილი დესერტის მომზადებისთვის დრო აღარ რცება, ასეთ სიტუაციაში ნებისმიერ დიასახლისს მანის ბურღულის ნამცხვარი გამოაძვრენს, ის ძალაინ მარტივი და სწრაფია და თან – მიკრო ტალღურ ღუმელში მზადდება.

მნიშვნელოვანი მომენტი – დესერტის მოსამზადებლად საჭიროა მაღალი ფორმის შერჩევა რადგან ბისკვიტი სიმაღლეში 5-6 სანტიმეტრით იზრდება.

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა მანის ბურღული
  • 1/2 ჭიქა კეფირი
  • 100 გრამი კარაქი
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჭიქა ფქვილი
  • 200 გრამი არაჟანი

მომზადების წესი:

1. მანის ბურღულს კეფირი დაასხით და კარგად აურიეთ. გააჩერეთ 20 წუთი.

2. მიკრო ტალღური ღუმელისთვის განკუთვნილ შუშის ჭურჭელში გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და ერთგვაროვანი მასის მირებამდე ურიეთ.

3. საცხობ ჭურჭელში კვერცხი და კეფირიანი მანის ბურღული მოათავსეთ და კარგად გადაურიეთ.

4. ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი

5. ცომიანი ფორმა მიკრო ტალღურ ღუმელში შედგით და 60 ვატის სიმძლავრეზე 6 წუთი აცხვეთ.

6. შაქარი და არაჟანი კარგად გათქვიფეთ და მზა ნამცხვარს წაუსვით.

ეს ნამცვარი ეგიძლიათ ორ ბისკვიტად გაჭრათ და ტორტი მოამზადოთ. დესერტს ტავზე კაკაო მოაყარეთ ან თქვენი გემოვნებით მორთეთ.