მადისაღმძვრელი კარტოფილი ნივრით.

829

უამრავი კერძი არსებობს კარტოფილისგან. ნივრიან კარტოფილზე ვერავინ იტყვის უარს. ამ კერძის მომზადება უმარტივესია!

ინგრედიენტები

  • 7 კარტოფილი
  • 125გ კარაქი
  • 7 სუფრის კოვზი ყველი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 4 სუფრის კოვზი ოხრახუში

მომზადება

  1. გარეცხეთ კარტოფილი. მოათავსეთ ქვაბში. მოასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს. მოხარშეთ და გადაასხით წყალი.
  2. მოვამზადოთ ნივრის სოუსი: კარაქს დაუმატეთ არაჟანი, ნიორი, მწვანილი და ყველი.
  3. მომზადების სემდეგ კარტოფილი გაჭერით შუაზე.
  4. კარტოფილს მოასხით სოუსი და გამოაცხვეთ 250 გრადუსზე.
  5. გამოაცხვეთ 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!