უამრავი კერძი არსებობს კარტოფილისგან. ნივრიან კარტოფილზე ვერავინ იტყვის უარს. ამ კერძის მომზადება უმარტივესია!
ინგრედიენტები
- 7 კარტოფილი
- 125გ კარაქი
- 7 სუფრის კოვზი ყველი
- 2 სუფრის კოვზი არაჟანი
- 4-5 კბილი ნიორი
- 4 სუფრის კოვზი ოხრახუში
მომზადება
- გარეცხეთ კარტოფილი. მოათავსეთ ქვაბში. მოასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს. მოხარშეთ და გადაასხით წყალი.
- მოვამზადოთ ნივრის სოუსი: კარაქს დაუმატეთ არაჟანი, ნიორი, მწვანილი და ყველი.
- მომზადების სემდეგ კარტოფილი გაჭერით შუაზე.
- კარტოფილს მოასხით სოუსი და გამოაცხვეთ 250 გრადუსზე.
- გამოაცხვეთ 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!