რეცეპტი გურმანებისთვის: ფარშირებული ბადრიჯანი ღუმელში

1045

ფარშირებული ბადრიჯანი ბოსტნეულით – ეს ძალიან გემრიელი და მერტივი კერძია. სალათებს და გარნირებს ძალიან უხდება.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი 2 ცალი
  • ფარში 250გ
  • ხახვი 1კგ
  • ნიორი 3 კბილი
  • პომიდორი 3 ცალი
  • მწარე წიწაკა
  • პომიდვრის პასტა 2 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში და კამა
  • მარილი და წიწაკა
  • მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • წყალი 2 ჭიქა

მომზადება

  1. გარეცხეთ ბადრიჯანი და ჩაჭერით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. კოვზის დახმარებით ამოიღეთ გული. ნავის ფორმა უნდა გამოგვივიდეს. მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 20-30 წუთი.
  2. გულსართისთვის მოთუშეთ ხახვი ფარშთან ერთად. დაუმატეთ პომიდვრის პასტა, მოურიეთ და მოთუშეთ 1 წუთი.
  3. დააქუცმაცეთ პომიდორი და დაუმატეთ ფარშს.
  4. ფარშს დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი და წიწაკა, მოთუშეთ კიდევ 10 წუთი. დაუმატეთ მარილი, წიწაკა, სანელებლები და მწვანილი. გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
  5. გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხვეთ, ამოავსეთ ფარშით, ზემოდან დაალაგეთ წიწაკა და პომიდორი.
  6. პომიდვრის პასტას დაუმატეთ წყალი, მარილი, წიწაკა და მოასხით მიღებული სოუსი ბადრიჯანს.
  7. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 40-45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!