ლობიოს ქართულ სამზარეულოში დიდი როლი უკავია. დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ ლობიოს კერძის შესანიშნავ რეცეპტს ნიგვზითა და ბროწეულით.
ინგრედიენტები
- 500 გრ ლობიო
- 1 ც ცხარე წიწაკა
- 3 ს.კ. ბროწეულის მარცვალი
- 1 ჭ ნიგოზი
- 1 ს.კ. ზეთი
- 2 კბ ნიორი
- 1 მწ დარიჩინი
- ქინძი გემოვნებით
- 0,5 ჭ ბროწეულის წვენი
- 1 ც ხახვი
- 1 მწ ზაფრანა
- 1 მწ მიხაკი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- წამოადუღეთ ლობიო. გადაასხით წყალი, დაუმატეთ ახალი ცივი წყალი, ზეთი და ხარშეთ 1 საათის განმავლობაში.
- გაატარეთ ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში, დაჭერით წვრილად წიწაკა, დაჭყლიტეთ ნიორი, დაჭერით ქინძი.
- მოამზადეთ სანელებელი: შეურიეთ ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა და ბროწეულის წვენი. დაუმატეთ მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ.
- დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად და დაუმატეთ ცხელ ლობიოს. დაუმატეთ სანელებელი და კარგად მოურიეთ. გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.
მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!