ლობიო ძალიან პოპულარული პროდუქტია, ქართულ ხალხურ ფოლკლორში მასზე ბევრი ლექსი, ანდაზა და თქმულება არსებობს. “ჩემო გამზედლო ლობიავ” – ასე იწყება ერთ-ერთი ხალხური ლექსი, რაც ამ მცენარის მიმართ დამოკიდებულობას ასახავს. გასტრონომია ლობიოს უგემრიელეს შეჭამანდის რეცეპტს გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
- ლობიო – 100 გ
- ლორი -50 გ
- ნიორი – 2 კბილი
- ხახვი – 1 თავი
- ქინძი – 30 გ
- მწვანე წიწაკა – 10 გ
- რეჰანი – 30 გ
- ქონდარი – 30 გ
- დაფნა – 1 ფოთოლი
მომზადების წესი:
- სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ ლორის ქონიანი ნაჭრები და დაბრაწეთ, სანამ ქონი არ გადნება. შემდეგ ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, ქინძის ღეროები (ქინძის ფოთლები შეინახეთ) და დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ.
- მოშუშული ნარევი ჩაუმატეთ მოხარშულ ლობიოს და ჩასრისეთ, ისე რომ ლობიოს მარცვლების ნაწილი მთლიანი დარჩეს.
- ბოლოს დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე წიწაკა, დაჭრილი მწვანე წიწაკა, დაკეპილი რეჰანი, ქონდარი და დაფნის ფოთოლი. კარგად ამოურიეთ და დაუმატეთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ წვნიანი კერძი მიიღოთ. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.
- მიირთვით ცხლად.
თუ მოგეწონათ ეს რეცეპტი, გაუზიარეთ მეგობრებს.