ლობიოს სუპი – საოცარი კერძია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს. ლობიოს მოხარშვას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ამიტომაც, ლობიო ნაადრევად უნდა დაალბოთ რამდენიმე საათით. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.
ინგრედიენტები
- ლობიო 400გ
- კარტოფილი 3 ცალი
- წყალი 3 ლიტრი
- ბრინჯი 0,25 ჭიქა
- ხახვი 1 ცალი
- ხორბლის ფქვილი 1 სუფრის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი 30მლ
- შავი წიწაკა (დაფქული) 0,25ჩაის კოვზი
- მარილი გემოვნებით
- მწვანილი გემოვნებით
მომზადება
- ლობიო მთელი ღამით დაალბეთ ადუღებულ, მაგრამ გაგრილებულ წყალში. ამ მეთოდის დახმარებით ლობიო გახდება ძალიან რბილი.
- შემდეგ გარეცხეთ და მოხარშეთ ლობიო. ამისათვის დაგჭირდებათ 50-60 წუთი.
- კარტოფილი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით.
- გასუფთავებული ხახვი და სტაფილო დაჭერით კუბიკებად.
- კარგად გარეცხეთ ბრინჯი.
- აადუღეთ წყალი, მასში მოათავსეთ ლობიო, კარტოფილი, ბრინჯი, ნახევარი სტაფილო და ხახვი. მოხარშეთ 20 წუთი.
- ამასობაში ტაფაზე შეწვით მეორე ნაწილი ხახვი და სტაფილო.
- ტაფაზე არსებულ ინგრედიენტებს მოაყარეთ ფქვილი და შეწვით 1 წუთი, ურიეთ განუწყვეტლივ.
- შემწვარი მასა დაუმატეთ სუპს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოამზადეთ კიდევ 7 წუთი.
- სუპს მოაყარეთ დაწრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!