ეს მშვენიერი ნამცხვარი მართლაც დიდებული დესერტია. იგი იმ კენკროვნებით შეგიძლიათ მორთოთ, რაც ხელთ გაქვთ.
ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის:
- 250 გ კარაქი უმარილო, დარბილებული
- 450 გ თეთრი ფქვილი
- 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 400 გ შაქარი
- 4 კვერცხი
- 310 მლ რძე
- 1 ½ ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი ( ესენცია)
- 2 ლიმონის წვრილად გახეხილი ცედრა
გულსართისა და ზედაპირისთვის:
- 750 გ ლიმონის მზა კრემი
- 250 მლ ნაღები ცხიმიანი (ორმაგი)
- 2 ს.კ. შაქრის პუდრი
- 300 გ სხვადასხვა კენკროვანი
მომზადების წესი:
- ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის ორ მრგვალ ფორმას (20 სმ), რომელსაც გვერდები ეხსნება, მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი ჩაუფინეთ.
- ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი.
- მეორე ჯამში კი კარაქი და შაქარი მიქსერით საშუალოზე მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ ისე, რომ თეთრი ფერის, კრემისებური მასა მიიღოთ. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
- მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ და თანდათან დაუმატეთ ფქვილი და რძე, შემდეგ – ვანილი და ლიმონის ცედრა. ცომი თანაბრად გაყავით და წინასწარ მომზადებულ ორ ფორმაში გადაიტანეთ.
- აცხვეთ 35-45 წუთი. შეამოწმეთ: ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის. 15 წუთი ფორმაში დატოვეთ, როცა გაგრილდება ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
- გულსართი და ზედაპირი: ბისკვიტებს ქაღალდი ფრთხილად მოაცილეთ და დაკბილული დანით ორ ჰორიზონტალურ ნაწილად გაყავით. ერთი ფენა ლანგარზე გადაიტანეთ, 250 გრამი (1 ჭიქა) ლიმონის მზა კრემი წაუსვით (კიდეები 1 სმ დაუტოვეთ), ზემოდან მეორე ფენა დაადეთ და მასაც ლიმონის კრემი წაუსვით, შემდეგ – მესამე ფენა. მეოთხეს კრემი არ წაუსვათ. ნამცხვარი მაცივარში კარგად გააცივეთ.
- ნაღები და შაქრის პუდრი ჯამში ათქვიფეთ, რომ სქელი მასა მიიღოთ. მეოთხე ფენის ზედაპირს წაუსვით და შემდეგ კენკროვნებით მორთეთ. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.