ლივერული ძეხვი

1040

გურკა – უნგრული სამზარეულოს ტრადიციული კერძია. ეს კერძი სუბპროდუქტებისგანაა, რომელიც უყვარს ბავშვებს, დიდიებს, მსისრებსა თუ ღარიბებს. აქ საუბარი ყველასათვის ნაცნობ ლივერულ ძეხვზეა. უბრალოდ უნგრული ძეხვი მისგან ოდნავ განსხვავდება და არსებობს მისი ორი ტიპი. პირველი ტიპი ხარის ხორცისგან მზადდება, ხოლო მეორე ტიპი შედგება ღვიძლისგან, ბეკონისგან, ხორცისგან და ბრინჯისგან. დღეს ჩვენ ლივერული ძეხვის მომზადების რეცეპტს გაგიზიარებთ.

ლივერული ძეხვი აუცილებლად ბუნებრივ საფარველში მზადდება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ძეხვის შენახვა 10 დღე შეიძლება. იმისთვის, რომ გავზარდთ შენახვის ვადა გამოცდილი კულინარები მას პარაფინში ახვევენ.

ინგრედიენტები

  • ღორის ღვიძლი 2კგ
  • ღორის ფილტვი 1 ცალი
  • ბეკონი 700გ
  • ღორის ხოცი 400გ
  • ბრინჯი 800გ
  • ხახვი 3 ცალი
  • ლორი 30გ
  • მარილი 80გ
  • მაიორანი 3 ჩაის კოვზი
  • პაპრიკა გემოვნებით
  • შავი წიწაკა 40კბილი
  • ნაწლავი 3 ცალი

მომზადება

1.ღვიძლი, ბეკონის ნაჭერი (შწგიძლიათ შეცვალოთ თირკმლით ან გულით) და ფილტვი მოხარშეთ სრულ მზადებამდე (უფრო მკაფიო გემოსთვის გირჩევთ დაჭრათ და შემდეგ ტაფაზე შეწვათ).

2.მოხარშეთ ბრინჯი და გააგრილეთ.

3.ხახვი გაასუფთავეთ და შეწვით ცხიმში.

4.დაფქვით ხორცი, ფარში და სუბპროდუქტები (სასურველია თავიდან გამოიყენოთ ხელის საფქვავი, ხოლო შემდეგ ხორცსაკეპი) დაუმატეთ შემწვარი ხახვი, ბრინჯი, წიწაკა, მარილი, მაიონარი და პაპრიკა.

5.მომზადებული ნაწლავი მჭიდროდ ამოავსეთ ფარშით, მიეცით ძეხვის ფორმა და ცხელ წყალში მოხარშეთ 3 წუთი. შემდეგ ცივ წყალში ჩაუშვით მთელი ღამით, რათა ძეხვმა კარგად შეიწოვოს სანელებლები.

მარილი, წიწაკა, მაირონი და პაპრიკა სძენს ძეხვს დამახასიათებელ გემოს. მიღებული ძეხვი შეგიძლიათ მიირთვათ ისეც ან მოათავსოთ რაიმეს შიგთავსად. ეს ძეხვი დაგეხმარებათ ძალების და ჰემოგლობინის აღდგენაში. გემრიელად მიირთვით!