ამ სალათებს ჩვენ ისეთი ინგრედიენტებისგან მოვამზადებთ, რომლებიც მაცივარში ყოველთვის გვაქვს. მარტივი და ამავდროულად გემრიელი სალათები სადღესასწაულოდ ნამდვილად საოცარია.
სალათი “დანაყრებული მამა” ნივრით
ინგრედიენტები
- 150გ კიბორჩხალის ჩხირები
- 1 პომიდორი
- 1 კბილი ნიორი
- 50გ ყველი
- 1-1,5 სუფრის კოვზი მაიონეზი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- ჩხირები დაჭერით გრძლად. ამავე მეთოდით დააქუცმაცეთ პომიდორი. გამოწურეთ მისგან წვენი. გახეხეთ ყველი.
- ღრმა ჯამში მოათავსეთ იმგრედიენტები. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მაიონეზი, წიწაკა და მარილი. მოურიეთ და მზად არის.
სალათი “ქალბატონი” ბარდით
ინგრედიენტები
- 300გ ქათმის ფილე
- 150გ კიტრი
- 150გ დაკონსერვებული ბარდა
- 150გ არაჟანი
- კამა
- მარილი
მომზადება
- მოხარშეთ ქათმის ფილე მარილიან წყალში. დააქუცმაცეთ კიტრი და კამა.
- ინგრედიენტები ჩაყარეთ ჯამში. მოაყარეთ გამოწურული ბარდა, მარილი, წიწაკა და მოასხით მაიონეზი.
სალათი “ინგლისელი”
ინგრედიენტები
- 200გ წითელი დაკონსერვებული ლობიო
- 2-3 კვერცხი
- 200გ კიბორჩხალის ჩხირი
- 100გ არაჟანი
- 10გ კამა
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- გადაასხით სითხე ლობიოდან. თვითონ ლობიო კი ჩაყარეთ ჯამში. წვრილად დაჭერით ჩხირები და მოხარშული კვერცხი. დაჭერით მწვანილი.
- ლობიოს დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოასხით არაჟანი.
სალათი “კარტოფილი” ანანასით
ინგრედიენტები
- 300გ ქათმის შებოლილი ფილე
- 2 ვაშლი
- 250გ კონსერვირებული ანანასი
- 3 სუფრის კოვზი მაიონეზი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- ამ სალათის მოსამზადებლად გამოგადგებათ მომჟავო ვაშლი. დაჭერით და გაასუფთავეთ. ქათმის ფილეც დაჭერით გრძლად.
- ანანასი დაჭერით კუბიკებად. მზა ინგრედიენტები მოათავსეთ სასალათეში. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოასხით მაიონეზი.
სალათი “ვიტამინკა”
ინგრედიენტები
- 1 პეკინური კომბოსტო
- 1 კიტრი
- 30გ მწვანე ხახვი
- 100გ ძეხვი
- 1-1,5 სუფრის კოვზი მაიონეზი
- მარილი
მომზადება
- წვრილად დაჭერით კომბოსტო, ჩაყარეთ სასალათეში. გარეცხეთ და დაჭერით კიტრი.
- ამავე მეთოდით დააქუცმაცეთ ძეხვი. წვრილად დაჭერით ხახვი. ეს ინგრედიენტები დაუმატეთ კომბოსტოს.
- დაუმატეთ მაიონეზი, მარილი. შეგიძლიათ დაუმატოთ წიწაკაც. მოურიეთ ინგრედიენტებს.