ლავაშის რულეტი ქათმის ხორცით და პამიდვრით უგემრიელესია

3233

მოგბეზრდათ ერთფეროვანი კერძები? მაშინ გასტრონომია გთავაზობთ სწრაფად მოსამზადებელ, საკმაოდ გემრიელ ლავაშის რულეტს ქათმის ხორცით და პამიდვრით.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი სომხური ლავაში
  • 300 გრ ქათმის  ფილე
  • 1 ცალი დიდი პამიდორი
  • 70 გრ მაიონეზი
  • 1 ს.კ. ტომატის პასტა
  •   1 კონა მწვანილი (გემოვნების მიხედვით)
  • მარილი გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი, სანელებლები

მომზადების წესი:

  1. გარეცხილ ქათმის ფილეს დავასხათ წყალი. ჩავყაროთ მარილი, სანელებლები, დაფნის ფოთოლი, მოვხარშოთ, გავაცივოთ და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად (შეიძლება გავატაროთ ხორცსაკეპში  ან დავაბლენდეროთ). პამიდორი  დავჭრათ კუბიკებად.
  2. თასში ჩავყაროთ დაჭრილი ქათმის ხორცი, დავასხათ მაიონეზი, ტომატის პასტა და კარგად ავურიოთ.
  3. მაგიდაზე დავაფინოთ ლავაშის ფირფიტა, წავუსვათ მთლიანად ხორცისა და მაიონეზის ნარევი, ზემოდან თანაბრად დავაწყოთ  დაჭრილი პამიდორი, წვრილად დაჭრილი მშრალი მწვანილი და ლავაში ფრთხილად გადავახვიოთ რულეტის მსგავსად. მომზადებულ ცელოფანში და შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით. მაგიდასთან მიტანის წინ ცელოფანი მოვაცალოთ და დავჭრათ ნაჭრებად.

თუ მოგეწონათ ეს რეცეპტი, გაუზიარეთ მეგობრებს!