როცა ბევრ სტუმარს ელოდებით, სუფრის დასამშვენებლად საუკეთესო ვარიანტია რულეტების მომზადება. რაოდენობით ბევრი გამოდის, ყველას ეყოფა და თან მარტივად მზადდება. დღეს ლავაშის რულეტების მომზადებას გასწავლით!
ინგრედიენტები
- კარტოფილის პიურე 300გ
- კამა 1 ჩაის კოვზი
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- ლავაში 1 ცალი
- გახეხილი ყველი 100გ
- ხახვის ფხვნილი 1 ჩაის კოვზი
- ნივრის ფხვნილი 0,3 ჩაის კოვზი
- შავი დაფქული წიწაკა 0,25 ჩაის კოვზი
- ლორი 200გ
- კვერცხი 1 ცალი
მომზადება
1.კარტოფილის პიურეს დაუმატეთ ხახვი, კამა, ნივრის ფხვნილი, მარილი და წიწაკა. კარგად მოურიეთ.
2.ლავაშის ფირფიტას წაუსვით კარტოფილის შიგთავსი. ნახევარ ფირფიტაზე, მეორე ფენად მოათავსეთ ლორი.
3.გახეხეთ ყველი და მოაყარეთ ფირფიტას. ლავაში დაახვიეთ რულეტისებურად და დაჭერით.
4.ათქვიფეთ კვერცხი და ამოავლეთ თითოეული რულერი მასში. შეწვით ტაფაზე.
შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვნებით მაგალითად: სოკო, ქათმის ხორცი, საონლის ხორცი, ნაღების ყველი მწვანილთან ერთად და ასე შემდეგ.
გემრიელად მიირთვით!