ზეფირი მარშმელოუ რძიანი შოკოლადით შინაურ პირობებში

1977

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში ზეფირი მარშმელოუს არჩევანი დიდია, შინ მომზადებულს მაინც სხვა გემო აქვს. მის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება, მცირეოდენი ძალისხმევის შედეგად კი არაჩვეულებრივ დესერტს მიიღებთ.

ხელნაკეთი მარშმელოუ შეგიძლიათ დაამატოთ ყავაში ან ჩაიში, მორთოთ ტორტები და დესერტები. მის მომზადებაში მთავარია, არ აადუღოთ ჟელატინი, სხვაგვარად ის თავის მაჟელირებელ თვისებებს დაკარგავს.

ინგრედიენტები

  • 100 გრ რძიანი შოკოლადი
  • 10 გრ ჟელატინი
  • 160 მლ წყალი
  • 150 გრ შაქარი
  • 5 ს.კ. თაფლი
  • 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი

მომზადება

1. ჩაალბეთ ჟელატინი წყალში, თუ ამას ინსტრუქცია ითვალისწინებს.

2. დადგით ნელ ცეცხლზე, დაამატეთ შაქარი და ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. გადმოდგით გაზქურიდან.

3. დაადნეთ შოკოლადი ორთქლზე, დაამატეთ თაფლი და ჟელატინის სიროფი. ათქვიფეთ მიქსერით 5-10 წუთის განმავლობაში.

4. შესაფერის ფორმაზე დააფინეთ საკვების ცელოფანი, წაუსვით კარაქი.

5. დაასხით მასა და შედგით მაცივარში 1 საათით. შემდეგ დაჭერით ულუფებად ზეთწასმული დანით.

6. ყოველი ნაჭერი ამოავლეთ კაკაოში. შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.

ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ უნაზესი მარშმელოუ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ასიამოვნოთ ოჯახის წევრები ან სტუმრები. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!