კულიჩის იდეალური რეცეპტი – დღესასწაული ახლოვდება!

444

დღეს ჩვენი რედაქცა წარმოგიდგენთ კულიჩების რეცეპტს მოხარშულ ცომზე. ქიშმიშით, ცუკატებით და ლიმონის ქერქით. უგემრიელესია!

ინგრედიენტები

  • 1კგ ფქვილი
  • 50გ საფუარი
  • 370გ რძე
  • 250გ შაქარი
  • 10გ კვერცხის გული
  • 3 ცილა
  • 200გ კარაქი
  • 100გ ქიშმიში
  • 25გ ცუკატები
  • 3 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
  • 0,5 ჩაის კოვზი ნიგოზი
  • 0,5 ჩაის კოვზი კურკუმა
  • 16გ ვანილი
  • მარილი

მომზადება

1.3/4 ადუღებულ რძეს დაუმატეთ 150გ ფქვილი და სწრაფად მოურიეთ. დატოვეთ მასა გასაგრილებლად.

2.საფუარს დაუმატეთ 0,5 ჭიქა თბილი წძე და 100გ ფქვილი. დატივეთ 15 წუთი, დაუმატეთ პირველ მასას. კარგად მოურიეთ და დატოვეთ 1,5 საათი.

3.10 კვერცხის გული, 3 ცილა, 250გ შაქარი და მარლი ათქვიფეთ.

4.ამოფუებულ მასას დაუმატეთ ნახევარი კვერცხის მასა, 250გ ფქვილი და კარგად დაამუშავეთ. თბილ ადგილას დატოვეთ 1 საათი.

5.ერთი საათის შემდეგ დაუმატეთ კვერცხის მასის მეორე ნაწილი და 0,5კგ ფქვილი. კარგად მოზილეთ ცომი, არ უნდა გეკრობოდეთ ხელზე. დაუმატეთ ზეთი. ცომმა მთელი ზეთი უნდა შეიზილოს.

6.ცომს დაუმატეთ ქიშმიში,ლიმონის ქერქი, ნიგოზი, კურკუმა. კარგად მოურიეთ. დატივეთ 30 წუთი თბილ ადგილას.

7.საცხობ ფორმებს წაუსვით ცხიმი და მოათავსეთ ცომი. დააფარეთ პირსახოცი და დაასხვენეთ 30 წუთი.

8.გამოაცხეთ 180 გრადსზე 45 წუთი.

წაუსვით მინანქარი და გააფორმეთ გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!