ჟოლოსა და ქოქოსის ღვეზელი – ტკბილი და მჟავე გემოს იდეალური კომბინაცია

983

გასტრონომიას რედაქცია ხშირად გთავაზობთ პეროგებისა და ღვეზელების მრავალფეროვან რეცეპტებს. დღესაც შემოგთავაზებთ ერთ ფერად და გემრიელი პეროგის რეცეპტს. ჟოლოსა და ქოქოსის კომბინაცია იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

ინგრედიენტები:

ცომი: 

  • 375 გ ფქვილი
  • 150 გ შაქრის პუდრი
  • 200 გ ცივი კარაქი, კუბებად დაჭრილი
  • 2 დიდი კვერცხის გული
  • 1-2 ჩაის კოვზი ცივი წყალი

გულსართი:

  • 125 გ ქოქოსის ფანტელი
  • 90 გ კარაქი, გამდნარი
  • 70 გ შაქარი
  • 3 სუფრის კოვზი ცხიმიანი ნაღები
  • 2 დიდი კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 4 ფინჯანი (600 გ) ჟოლო
  • 1 სუფრის კოვზი რძე
  • შაქრის პუდრი – მოსაყრელად

ულუფა: 6-8

მომზადება: 30 წუთი + 1 საათი გასაცივებლად

ცხობა: 35 წუთი

დონე: 2

მომზდების წესი:

  1. ცომი: მოუსვით ცხიმი 25 სმ დიამეტრის მქონე  ტარტის ფორმას, რათა ადვილად გადმოიღოთ ნამცხვარი.
  2. თასში შეურიეთ ფქვილი და კაკაო. ფქვილის ნაზავი, შაქრის პუდრი და კარაქი  სამზარეულოს კომბაინში დაამუშავეთ, სანამ მასა პურის ნამცეცების ტექსტურას არ დაემსგავსება.
  3. დაუმატეთ კვერცხის გული და 2 ჩაის კოვზი წყალი, ურიეთ. თუ საჭიროა, კიდევ დაუმატეთ წყალი, რომ ცომი შეიკარას.
  4. ზილეთ ცომი, ვიდრე რბილი და ფუმფულა არ გახდება. გადაიტანეთ პატარა ჯამში. თავზე დააფარეთ ცელოფანი და გააცივეთ 30 წუთი.
  5. ცომი გაყავით შუაზე და სუფთა, ოდნავ ფქვილმოყრილ დაფაზე 5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.
  6. ერთი ნაწილი მოათავსეთ ყალიბში და გვერდები შემოაჭერით. თავზე დააფარეთ და მაცივარში გააცივეთ 30 წუთი. ცომის მეორე ნაწილი ფართო თეფშზე მოათავსეთ და ისიც მაცივარში შეინახეთ. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
  7. ცომიან ყალიბს პერგამენტი დააფარეთ და მშრალი მარცვლეული (ბარდა, ცერცვი, ოსპი, ბრინჯი და სხვ. ) მოაყარეთ.
  8. აცხვეთ 15 წუთი, სანამ ღია ოქროსფერს არ მიიღებს.
  9. აიღეთ ქაღალდი და სიმძიმე და დადგით გასაცივებლად.
  10. გულსართი: საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ 90 გ ქოქოსი, კარაქი, შაქარი, ნაღები, 1 კვერცხის გული და ვანილი. დაუმატეთ ჟოლო და კარგად მოურიეთ.
  11. გულსართი ყალიბში გადაიტანეთ, მორჩენილი ცომი ზემოდან დაადეთ და კიდეები შეუკარით. ცომი ორგან გასერეთ, რომ ორთქლი ამოვიდეს.
  12. პატარა ჯამში შეურიეთ კვერცხის გული და რძე და გადაუსვით ცომს. მოაყარეთ მორჩენილი ქოქოსი.
  13. აცხვეთ 20 წუთი, სანამ ოქროსფერ-ყავისფერს მიიღებს.
  14. მოაყარეთ შაქრის პუდრი. სუფრაზე მიიტანეთ თბილი ან ოთახის ტემპერატურისა.