კრაბის სალათის შესანიშნავი ალტერნატივა: ახალ წელს არავითარი ბანალურობა

1558

უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ ურთულდებოდათ ჩვენს ბებიებს რაიმე საინტერესო რეცეპტების გამოგონება ინტერნეტის უქონლობის გამო. ჩვენს დროს, როცა სტუმრების გაოცება გსურს რაიმე უჩვეულოთი, საკმარისია საძიებო ველში ჩაწეროთ საინტერესო საკითხი და თქვენს წინ უამრავი რეცეპტი გადაიშლება.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ საახალწლო ხემსის უგემრიელეს რეცეპტს. კვერცხის რულეტი კრაბის ჩხირებით – კრაბის სალათის შესანიშნავი ალტერნატივაა. სცადე და ის თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი გახდება.

ინგრედიენტები

  • 4 ც კვერცხი
  • 200 გრ კრაბის ჩხირები
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • კამა გემოვნებით

მომზადება

1. კარგად ათქფეთ კვერცხი მწიკვი მარილი. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პეგამენტი, წაუსვით კარაქი და კვერცხის მასას დაასხით თანაბრად.

2. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. მიღებული ომლეტი გააცივეთ.

3. დაჭერით მწვანილი და ნიორი, შეურიეთ მაიონეზს. წვრილად დაჭერით კრაბის ჩხირები, გახეხეთ ყველი.

4. წაუსვით ომლეტს მაიონეზის, მწვანილისა და ნივრის ნაზავი, დააწყვეთ კრაბის ჩხირები, მოაყარეთ ყველი.

5. ფრთხილად დაახვიეთ რულეტად, მოათავსეთ მაცივარში 1 საათით, შემდეგ დაჭერით.

აი ასე არაბანალურად შეგიძლიათ მოამზადოთ შესანიშნავი ხემსი კრაბის ჩხირებისგან. გაუზიარეთ მეგობრებს ეს რეცეპტი.