გულსართიანი კარტოფილი ღუმელში – არომატი, რომელიც მთელ სახლში ტრიალებს

402

შემწვარი, გამომცხვარი, სოკოთი, ხორცით ან უბრალოდ წვნიანში – კარტოფილი ნებისმიერ კერძში გემრიელია. ეს ბოსტნეული უამრავი ქვეყნის ტრადიციული კერძის შემადგენლობაში შედის. კარტოფილი ნივით ნამდვილად დახვეწილი და გემრიელია.

თუ გამომცვხარი კარტოფილი გიყვართ, მაგრამ სტანდარტული რეცეპტები მოგბეზრდათ, ეს ვარიანტი ნამდვილად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 1კგ
  • როზმარინი 10გ
  • ნიორი 8 კბილი
  • ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი. მოხარშეთ 10 წუთი წყლის ადუღების შემდეგ.

2.როზამრინს და ნიორს დაასხით ზეთი, მოურიეთ.

3.კარტოფილი მოათავსეთ ფორმაში, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.გამოაცხეთ 190 გრადუსზე.

4.ოდნავ დაჭყლიტეთ კარტოფილი, ზემოდან გადაანაწილეთ როზმარინი და ნიორი. გამოაცხეთ 30-40 წუთი იმავე ტემპერატურაზე.

გემრიელად მიირთვით!