კომბოსტოს ღვეზელის რეცეპტი

1682

სტუმრები მოულოდნელად დაგადგნენ თავს, თქვენ კი მაცივარი ცარიელი გაქვთ? არა უშავს, ჩვენ შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივ იდეას სადილისთვის. გამომცხვარი ვარდებით სტუმრებს ბევრად უფრო გააკვირვებთ, ვიდრე კოტლეტით! ეს კომბოსტოს ღვეზელი ძალიან ლამაზად გამოიყურება, ამასთან, ძალიან მარტივად მზადდება.

ლავაშისგან მომზადებული ღვეზელი

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უჩვეულო ღვეზელი ლავაშით, კომბოსტოს შიგთავსით. ეს გემრიელობა იმ ადამიანებსაც ძალიან მოეწონებათ, რომლებსაც კომბოსტო არ უყვართ.

შიგთავსი შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ და კომბოსტოს ნაცვლად გამოიყენოთ ხორცი, ხილი, ყველი ან ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი პროდუქტი.

ინგრედიენტები

  • 1 ც თხელი ლავაში
  • 600 გრ კომბოსტო
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ბულგარული პილპილი
  • 2 ც პომიდორი
  • 4 ც კვერცხი
  • 100 გრ არაჟანი
  • 100 მლ რძე
  • მწვანილი, მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ბოსტნეული გაასუფთავეთ და გარეცხეთ. ხახვი და ბულგარული პილპილი დაჭერით ნახევარ რგოლებად, პომიდორი კი წრეებად. მსხვილად გახეხეთ სტაფილო, კომბოსტო კი ძვრილად დაჭერით.

2. გააცხელეთ ტაფა. მცენარეულ ზეთში შეწვით ხახვი, სტაფილო და პილპილი. დაუმატეთ პომიდორი, დაახურეთ ტაფას სახურავი და მოთუშეთ ბოსტნეული რამდენიმე წუთით.

3. დაუმატეთ კომბოსტო, მოურიეთ და დაუმატეთ მარილი გემოვნებით. მოთუშეთ, ცეცხლის გამორთვამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ 2 ცალი კვერცხი, სანელებლები და მწვანილი.

4. გაცივებული კომბოსტოს შიგთავსი ლავაშის ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ და გაახვიეთ რულეტივით.

5. დაჭერით რულეტი პატარა ნაჭრებად. მათი სიგანე არ უნდა აღემატებოდეს საცხოფი ფორმის კედლის სიმაღლეს.

6. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და მჭიდროდ დაალაგეთ პატარა რულეტები.

7. შეურიეთ ერთმანეთს რძე, არაჟანი, 2 ცალი კვერცხი, მარილი და პილპილი. მიღებული ნაზავი ზემოდან მოასხით ღვეზელს.

8. გამოაცხვეთ კომბოსტოს ღვეზელი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 30 წუთით. გემრიელად მიირთვით!