კლასიკური ტორტი “ზახერი” უგემრიელესია! შოკოლადის ფირფიტები მომჟავო შიგთავსით და შოკოლადით, განუმეორებელი გემოა…
მე მის მოსამზადებლად ვიყენებ შავ შოკოლადს და ნატურალურ გარგრის ჯემს.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 75გ
- ნუშის ფქვილი 50გ
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 110გ
- კაკაო 20გ
- გამაფხვიერებელი 5გ
- კარაქი 80გ
- ნაღები 190მლ
- ფორთოხლის ჯემი 200გ
- პექტინი 2გ
- ლიმონის წვენი
- ლიქიორი 2 ჩაის კოვზი
მომზადება
1.ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ნუშის ფქვილთან ერთად. ცალკე შეურიეთ ფქვილს გამაფხვიერებელი და კაკაო, დაუმატეთ კვერცხის მასას და მოურიეთ.
2.გააცხელეთ 80მლ ცხიმიანი ნაღები 50-60 გრადუსამდე. აიღეთ 30გ შოკოლადი და 60გ კარაქი, მოასხით ნაღები და მოურიეთ. შოკოლადის მასა დაუნატეთ ცომს.
3.ცომი ჩაასხით ორ ფორმაში. გამოაცხეთ 170 გრადუსზე 20 წუთი.
4.ჯემს დაუმატეთ პექტინი, ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ლიქიორი, მოხარშეთ 3 -4 წუთი.
5.კორჟების გაგრილების შემდეგ მოაჭერით ზედა ნაწილები. წაუსვით ჯემი და ზემოდან დააფარეთ მეორე. შეინახეთ მაცივარსი 1 საათი.
6.გააცხელეთ დარჩენილი ნაღები და ჩაასხით შოკოლადი. ათქვიფეთ ბლენდერით, დაუმატეთ 20გ გამღვალი კარაქი და 1 სუფრის კოვზი ლიქიორი. ისევ ათვიფეთ.
7.დესერტს მოასხით მინანქარი და მაცივარში მოათავსეთ 2-3 საათი.
გემრიელად მიირთვით!