უნივერსალური რჩევები, რომ კიტრის მწნილი ფაფასავით არ დარბილდეს

370

ყველა დიასახლისს სურს, რომ ხრაშუნა და გემრიელი კიტრის მწნილი მიიღოს, რომელიც ფორმას და გემოს დიდი ხანი არ დაკარგავს. არის შემთხვევები, როცა კიტრი წარუმატებლად დააკონსერვეს და ბოსტნეული დარბილდა. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ დაამწნილოთ კიტრი სწორად, რომ ფაფასავით არ დარბილდეს.

კონსერვის მოსამზადებლად კიტრის ჯიშს ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. ყველა სახეობის კიტრი შესაფერისი არაა. კიტრის სახეობაზე ბაზარში გამყიდველს შეგიძლიათ ჰკითხოთ ან თემატურ საიტებზე ინფორმაცია შეისწავლოთ. კიტრი მაქსიმალურად ახალი უნდა იყოს. გირჩევთ, ნაყიდი კიტრით მწნილი მაშინვე მოამზადოთ. წყალში ცოტა ხნით შეგიძლიათ გააჩეროთ, მაგრამ საქმე არ გადადოთ, რომ კიტრმა სიმკვრივე არ დაკარგოს და ხრაშუნა გამოვიდეს.

კიტრის მწნილის სწორი რეცეპტი

თითოეულ ქილას მწნილის ინგრედიენტები გამოთვლით და ზუსტად უნდა დაუმატოთ. ქილას საკმარისი მარილი დაუმატეთ. იოდირებული მარილის ან სხვა დანამატების მქონე მარილის გამოყენების თავი აარიდეთ. გირჩევთ, რეცეპტი დააზუსტოთ და კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, რომ შეცდომის დაშვება თავიდან აიცილოთ. კოვზი არაყი დაუმატეთ, რომ მწნილი ნამდვილად გამოვიდეს. არაყი ერთგვარ ბუდეს შექმნის. ქილები კიტრით გაავსეთ, შემდეგ კაკლის, მუხის და პირშუშხის ფოთლები დაუმატეთ. ასე კიტრი მარილწყალში კარგად ჩაიძირება.

გირჩევთ, რომ კიტრის მწნილის მომზადებამდე მის ეკოლოგიურობაში დარწმუნდეთ. ასე ზუსტად გეცოდინებათ, რომ კიტრის მწნილი ხრაშუნა და გემრიელი გამოვა. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ნიტრატების რაოდენობის საზომი შეიძინეთ. ასე გაიგებთ, რამდენად სუფთაა პროდუქტი. ნატურალურ კიტრს ბევრი მწვანილი და ნიორი, ასევე პირშუშხას, კამის, მოცხარის ფოთლები და მდოგვის მარცვლები დაუმატეთ.

როგორ მოვიქცეთ, თუ ეჭვი გაქვთ, რომ ბოსტნეული ძალიან დარბილდა. ამ შემთხვევაში ქილები ცოტა ხნით გადააბრუნეთ, რომ მარილწყალი კიტრში მაქსიმალურად თანაბრად გადანაწილდეს.

გირჩევთ, ქილები კიტრით ბოლომდე არ გაავსოთ, არამედ ცოტა ადგილი დატოვოთ, რომ მარილწყალმა იმოძრავოს და ბოსტნეული დაამარილოს. პირშუშხას ფესვი აუცილებლად დაუმატეთ, რადგან ის კიტრს მყარს და ხრაშუნას ხდის.

მინიშნება მწნილისთვის კარგი კიტრის შესარჩევად: ხორკლიანი, ოდნავ ეკლიანი კიტრი შესაფერია. გლუვი კიტრი არ გამოგადგებათ, ამიტომ სალათს დაუმატეთ. კონსერვების სეზონი დაწყებულია, ამიტომ თემა კარგად შეისწავლეთ, ხარისხიანი ბოსტნეული შეარჩიეთ და ხრაშუნა და გემრიელი კიტრის მწნილი გააკეთეთ. წარმატებებს გისურვებთ!