კიტრი კორეულად სტაფილოსთან ერთად

598

კიტრი კორეულად სტაფილოსთან ერთად – მეტად გემრიელ ბოსტნეულს ვერსად ნახავთ. უმარტივესად მოვამზადებთ დღეს ერთად.

ინგრედიენტები

  • 1,3კგ კიტრი
  • 2 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი მარილი
  • 25გ მწვანე ხახვი
  • 100მლ წყალი
  • მწვანე ხახვი
  • 6 კბილი ნიორი
  • 25გ ქინძი
  • 100მლ თევზის სოუსი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი წითელი წიწაკის მარცვლები

მომზადება

1.კიტრს მოაჭერით ბოლოები და ჩაჭერით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

2.კიტრი ჩაალაგეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი.

3.მოურიეთ და დატოვეთ 20 წუთი.

4.გახეხეთ სტაფილო. დაჭერით ხახვი.

5.გახეხილი სტაფილო და ხახვი მოათავსეთ ჯამში წიწაკასთან და შაქართან ერთად. დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი, მწვანე ხახვი და ქინძი.

6.თევზის სოუსს დაუმატეთ წყალი და მოასხით ბოსტნეულს.

7.მოურიეთ ბოსტნელს და დაასვენეთ 10 წუთი.

8.კიდევ ერთხელ მოურიეთ კიტრს და გარეცხეთ გამდინარე წყალში.

9.ბოსტნეულის მასით ამოავსეთ კიტრი.

10.დაასვენეთ 1-2 საათი და დატკბით.

11.უგემრიელესი კიტრი სტაფილოთი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!