ალბათ, ეს არის კიტრის სწრაფად დამარინადების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ზარმაცი გზა. აქ ერთგვარი საიდუმლოებაა, რადგან ვერავინ აგიხსნით, რატომ უნდა დაამატოთ ქილებში ფქვილი. აღმოჩნდა, რომ ეს არის საიდუმლო ინგრედიენტი. ეს რეცეპტი გამიზიარა ჩემმა მეგობარმა. ის აცხადებს, რომ ასე უხსოვარი დროიდან ამზადებდნენ მწნილს.
ინგრედიენტების ჩამონათვალში ფქვილის არსებობამ შეიძლება გაგაკვირვოთ. არ იდარდოთ ეს რეცეპტი იმდენად დახვეწილია, რომ დროის გამოცდას არაერთხელ გაუძლო და ჩვენამდე მოვიდა.
ინგრედიენტები
- 3 ჩაის კოვზი ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილი
- 3 ჩაის კოვზი მარილი
- 2-2.5კგ პატარა კიტრი
- 1 ყურძნის ან მუხის ფოთოლი
- პირშუშხას ძირი, მაგრამ ეს სავალდებულო არ არის
1.რეცეპტის თავისებურება იმაშიც მდგომარეობს, რომ თქვენ არ გჭირდებათ სტერილიზაციის გაკეთება. მოამზადეთ რამდენიმე ქილა და უბრალოდ გარეცხეთ სწორი წესით. სახურავად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი პლასტმასი ან ნეილონი.
2.ქილის ძირას მოთავსეთ პირშუშხა, ყურძნის ფოთოლი და კიტრი. ისინი მჭიდროდ უნდა იდოს, შემდეგ კი ზემოდან დააყარეთ სამი სუფრის კოვზი მარილი და ფქვილი. შეავსეთ სასმელი წყლით.
3.ქილას დაახურეთ სახურავი, დადეთ სადმე ისეთ ადგილას, რომ გაჟოვნვის შემთხვევაში ადვილად გაწმინდოთ. გააჩერეთ კიტრი თბილად 3-4 დღის განმავლობაში. დღეში ერთხელ მაინც გადააბრუნეთ. კიდევ უკეთესი თუ ამას ორჯერ იზამთ. უბრალოდ შეანჯღრიეთ რათა ფქვილი შეერიოს კარგად წყალს.
4.ოთხი დღის შემდეგ კიტრის უსაფრთხოდ ჭამა შეიძლება, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ მას დიდიხნით დატოვებთ, შემდეგ შეგიძლიათ გადააადგილოთ საკუჭნაოში ან სარდაფში. მეგობარი ამბობს, რომ კიტრი მშვენივრად ინახება ერთი ან ორი წლის განმავლობაში.
გემრიელდ მიირთვით!