მაგარი, გემრიელი და ხრაშუნა კიტრის მწნილის მოსამზადებლად რამდენიმე ხრიკი არსებობს. არ არის საჭირო ძმარი, ლიმონმჟავა და განსაკუთრებული სანელებლები. ყველა საჭირო ინგრედიენტი აუცილებლად მოიძებნება თქვენს სამზარეულოში.
კიტრის მწნილი ძმრის გარეშე
დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ კიტრის მწნილი ძმრის გარეშე.
როგორ შევარჩიოთ კიტრი მწნილის მოსამზადებლად
1. მწნილის მოსამზადებლად შეარჩიეთ სპეციალურად მწნილისთვის განკუთვნილი კიტრის ჯიში. სალათისთვის განკუთვნილი კიტრი რბილი გამოვა და დიდი ხნით არ შეინახება.
2. კიტრს უნდა ჰქონდეს თხელი კანი და ელასტიური რბილობი, რომელიც მარინადში ხრაშუნა გახდება.
3. კიტრი არ უნდა იყოს 8 სმ-ზე გრძელი. მას ზედაპირზე უნდა ჰქონდეს ამობურცული ადგილები და შავი წერტილები, წერტილების ფერი მნიშვნელოვანია!
4. მწნილის მოსამზადებლად საერთოდ არ გამოგადგებათ ე.წ. თეთრწერტილებიანი კიტრის ჯიში. მას სქელი კანი აქვს და ცუდად იწოვს მარილს. ხოლო შავწერტილებიანი კიტრი-პირიქით. ასეთი კიტრი იქნება მაგარი და ხრაშუნა ზამთრის განმავლობაში.
5. თუ კიტრი მწარეა, უმჯობესია სალათებში გამოიყენოთ, რადგან ასეთი კიტრი დამწნილების შემდეგაც მწარე იქნება.
6. კიტრის დამწნილება უმჯობესია კასრში, სათლში, ქვაბში ან ფართო პლასტმასის საკვებ კონტეინერში. მაგრამ თუ დიდი ზომის ჭურჭელი არ გაქვთ, კიტრი სამლიტრიან ქილებში დაამწნილეთ.
ინგრედიენტები
- 3 კგ კიტრი
- 3,5 ლ წყალი
- 200 გრ ქვის სუფრის მარილი
- 3 ს.კ. შაქარი
- 6 ც პირშუშხას ფოთოლი
- 10 ღერო კამა
- 7 ც ალუბლის ფოთოლი
- 7 ც მუხის ფოთოლი
- 7 ც ჟოლოს ფოთოლი
- 4 ც მოცხარის ფოთოლი
- 2 თავი ნიორი
- 1 ს.კ. პირშუშხას გახეხილი ფესვი
- 1 ასხმა წითელი პილპილი
- 5 ც ბაჰარის მარცვალი
- 4 ც დაფნის ფოთოლი
- 4 ც ყინულის კუბი
მომზადების წესი
1. თითოეული კიტრი ფუნჯით კარგად გარეცხეთ გამდინარ წყალში. მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში, დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ 6-8 საათით.
2. ფოთლები გარეცხეთ და 2-3 ნაწილად გაჭერით, ნიორი კი შუაზე. ცხარე პილპილს მოაშორეთ შიგთავსი და დააქუცმაცეთ.
3. მზა ჭურჭელში ჩაალაგეთ ნახევარი ფოთლები, პილპილი, კამა, ნიორი და სანელებლები.
4. ზემოდან მაქსიმალურად მჭიდროდ დაალაგეთ. მოაყარეთ გახეხილი პირშუშხას ფესვი და ზემოდან დარჩენილი ფოთლები, სანელებლები, ნიორი, პილპილი და კამა მოათავსეთ.
5. მოამზადეთ მარინადი. თ გსურთ, რომ კიტრის მწნილი რამდენიმე დღეში იყოს მზად, გამოიყენეთ თბილი წყალი (70-80 გრადუსი), მაგრამ არა მდუღარე! მდუღარე წყალი კიტრს ფერს დააკარგვინებს და დაარბილებს.
6. კიტრის მწნილი მხოლოდ ცივი წყლით მოამზადეთ. გახსენით მარილი და შაქარი ცივ წყალში და დაუმატეთ ყინული. სწორედ ცივი წყალი გახდის კიტრს ხრაშუნას და ელასტიურს. დაელოდეთ, სანამ ნარევი დაილექება, შემდეგ კი ნაზავი დაასხით კიტრს. ზემოდან მარლა ან ბამბის ქსოვილი გადააფარეთ.
7. ნაზავმა მსუბუქად უნდა დაფაროს კიტრის ზედა რიგი.
8. დასამწნილებლად გააჩერეთ კიტრი ოთახის ტემპერატურაზე. კიტრი დაახლოებით 3-7 დღეში იქნება მზად.როდესაც ზედაპირზე ქაფი გამოჩნდება, მოხსენით იგი ყოველდღე და მარლა კარგად გარეცხეთ.
9. როდესაც მწნილი მზად იქნება, მოაშორეთ ზედაპირზე არსებული მწვანილი, კიტრი სათითაოდ გარეცხეთ გამდინარ წყალში და კვლავ ჩაალაგეთ ქილებში, დაახურეთ სახურავი და შეინახეთ ცივ ადგილას (მაცივარში, მარანში ან აივანზე).
10. თუ მწნილის წვენი აიმღვრა ან დიდი ოდენობით თეთრი ქაფი მოედო, წვენი ქვაბში გადაღვარეთ და მოადუღეთ. ამ დროის განმავლობაში მოაშორეთ კიტრს ქაფი და მოათავსეთ ისინი შუშის სუფთა ქილებში. თითოეული ქილის ფსკერზე ახალი ფოთლები, ნიორი და სანელებლები. დაასხით კიტრს ზემოდან ცხელი წვენი და დაახურეთ ქილებს სახურავი.
სულ ესაა, ხრაშუნა კიტრის მწნილი ძმრის გარეშე მზადაა.