კეფირით მომზადებული მარწყვის ღვეზელი

1395

გასულ წელს, დედაჩემის მეგობარმა გამიზიარა უგემრიელესი მარწყვის ღვეზელის რეცეპტი, რომელიც მარტივი ინგრედიენტებისგან მზადდება და მისი გამოცხობა ძალიან ადვილია. მე დღეს სწორედ ამ რეცეპტს გაგიზიარებთ.

მარწყვის ღვეზელი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 2 ც კვერცხი
  • 170 გრ შაქარი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 50 გრ კარაქი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 300 გრ მარწყვი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი

1. გაადნეთ კარაქი მიკროტალღურ ღუმელში და გააცივეთ.

2. ცალკე თასში საშუალო სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხი მარილთან ერთად, სანამ კვერცხის მოცულობა არ გაიზრდება. დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ კიდევ 5 წუთი, სანამ მსუბუქ, ღია ფერის მასას მიიღებთ.

3. თასში ჩაასხით კეფირი და დაუმატეთ კარაქი, მოურიეთ და ხელის მიქსერის მეშვეობით კარგად ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ სოდასთან ერთად.

4. მიქსერის მეშვეობით შეურიეთ ერთმანეთს თხევადი და გლუვი მასა. ნაზავი არაჟანივით სქელი უნდა იყოს.

5. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩააწყვეთ მასში გარეცხილი მარწყვი.

6. მარწყვს ზემოდან ცომი დაასხით, ისე, რომ მთლიანად დაფაროს კენკრა. ღვეზელი გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 60 წუთის განმავლობაში.

7. ღვეზელი მხოლოდ მას შემდეგ ამოიღეთ საცხობი ფორმიდან, როცა იგი კარგად გაცივდება. სულ ესაა, მარწყვის ღვეზელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!