უნგრეთში ყოველი ვიზიტის შემდეგ დედაჩემის მეგობარს პაშტეტების ახალი რეცეპტი ჩამოჰქონდა. ბავშვობაში ძალიან მომწონდა ბუტერბროდები და ტარტალეტკები, რომლებსაც სადღესასწაულოდ ან ოჯახურ ვახშამზე ამზადებდნენ..
სამწუხაროდ, დღეს მაღაზიაში ნაყიდ არცერთ პაშტეტს არ აქვს იგივე გემო და არომატი, ამიტომ მიწევს შინ მომზადება. ჩემი საყვარელი ვარიანტია ღვიძლის პაშტეტი კვერცხით. ძალიან სწრაფად მზადდება და შედეგად უნაზეს და უგემრიელეს დელიკატესს ვიღებ.
ინგრედიენტები
- 500 გრ ქათმის ღვიძლი
- 5 კვერცხი
- 1 ც ხახვი
- 1 ს.კ. მდოგვი
- 50 გრ კარაქი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით ხახვი წვრილად და მოთუშეთ ზეთში შეწითლებამდე.
- ცალკე მოთუშეთ ქათმის ღვიძლი ზეთში. ოდნავ გააცივეთ და დააბლენდერეთ ხახვთან და კარაქთან.
- მოხარშეთ კვერცხები. გახეხეთ და შეურიეთ მასას. შეურიეთ სუნელები, მდოგვი და შედგით მაცივარში 20 წუთით.
შექმენით პაშტეტისგან მცირე ბურთულები, დააწყვეთ კრეკერებზე, ან უბრალოდ წაუსვით პურს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!