ღვიძლი – კავკასიურად ნიორთან ერთად

686

კავკასია! მისი სამზარეულოს შეყვარება მარტივია, მაგრამ დავიწყება შეუძლებელი. ეს კერძი, რომელსაც დღეს ჩვენ გთავაზობთ, კავკასიის ნამდვილი სიამაყეა!

არმატი –  განუმეორებელი. დღეს მე გიზიარებთ დაუვიწყარ რეცეპტს, რომელიც ნამდვილად უნდა შეინახოთ.

ღვიძლს ვიყენებთ ცხვრისას – ასე კერძი მეტად ნაზი და არომატული გამოვა.

ინგრედიენტები

  • ცხვრის ღვიძლი 500გ
  • ქინძი 20გ
  • ხახვი 0,5 ცალი
  • სუმაკი გემოვნებით
  • ლიმონის წვენი გემოვნებით
  • საქონლის ცხიმი 70გ
  • ნიორი 3 კბილი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.დაჭერით ხახვი, ჩაალბეთ წყალში. ამასობაში დაჭერით ქინძი და ბაზილიკი. ხახვს დაუმატეთ მწვანილი, სუმაკი და მოათავსეთ თეფშზე.

2.გასუფთავებული ღვიძლი დაჭერით. ამასობაში გაალღვეთ საქონლის ცხიმი ტაფაზე.

3.ცხიმს დაუმატეთ ცოტა ზეთი.

4.დაჭერთ ნიორი, დაუმატეთ ცოტა ხახვი და ღვიძლთან ერთად მოათავსეთ ცხელ ტაფაზე.

5.მოთუშეთ 25 წამი ორივე მხრიდან. გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!