ადამიანების უმრავლესობისთვის, ტორტის მომზადება შრომატევადი ბისკვიტებისა და ფენების ცხობასთან ასოცირდება, მაგრამ ამ პუნქტის გამოყენება საერთოდ არ დაგჭირდებათ, თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტორტის რეცეპტს გამოიყენებთ. მაღალი, ლამაზი და ძალიან გემრიელი დესერტის მოსამზადებლად ერთი შეკვრა ორცხობილა და რბილი ყველიც საკმარისია.
ჩვეულებრივ, ამ დესერტისთვის იყენებენ ძვირადღირებულ და ჰაეროვან მასკარპონეს, მაგრამ საშინაო პირობებში, 2 შეკვრა კეფირისგან დამზადებული ჰაეროვანი და რბილი ყველი გაცილებით ხელმისაწვდომია: უბრალოდ გაყინეთ ისინი ერთი დღით ადრე, სანამ ტორტის მომზადებას დაიწყებდეთ.
ინგრედიენტები
- 2 ლ კეფირი
- 250 მლ შესქელებული რძე
- 20 გრ ჟელატინი
- 300 გრ ორცხობილა
- 500 მლ ნაღები
- 70 მლ წყალი
- 100 მლ რძე
- მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
მომზადების წესი
1. საღამოს გაყინეთ ცხიმიანი კეფირის ორი რბილი შეფუთვა. როდესაც სითხე გაიყინება, კეფირი შეფუთვიდან ამოიღეთ, საწურზე ქსოვილი დააფინეთ და მასზე გაყინული კეფირი მოათავსეთ, გაახვიეთ ქსოვილში და დაელოდეთ, როდესაც შრატი დაშრება, მიიღებთ რბილ ყველს (ჩვეულებრივ ყველი იმავე ღამეს უკვე მზად იქნება).
2. ათქვიფეთ ხაჭოს ყველი შესქელებულ რძესთან ერთად და გვერდზე გადადეთ.
3. ჟელატინს თბილი წყალი დაასხით. სანამ იგი ღვივდება, ათქვიფეთ ცხიმიანი ნაღები ( მინიმუმ 30%-იანი), კრემის კონსისტენციამდე.
4. მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ ჟელატინი და შეურიეთ იგი ხაჭოსა და შესქელებული რძის ნაზავს. შემდეგ თანდათან დაუმატეთ ნაღები და ფრთხილად მოურიეთ.
5. საცხობი ფორმის მხარეებს საკვები ცელოფანი გააკარით (ამისთვის, შეგიძლიათ ცელოფანს ზეთი ან კარაქი წაუსვათ).
6. საცხობ ფორმაში, პირველ ფენად დაალაგეთ წინასწარ რძეში ამოვლებული ორცხობილები. ზემოდან წაუსვით კრემის ნახევარი, შემდეგ კვლავ რძეში ამოვლებული ორცხობილები და ბოლოს დარჩენილი კრემი.
7. როდესაც ცოტაოდენი ორცხობილა დაგრჩებათ, კრემი კი გათავდება, შედგით ტორტი მაცივარში 20 წუთით, რომ ცოტათი გაცივდეს. დარჩენილი ორცხობილა ტორტის გასაფორმებლად გამოიყენეთ.
8. ბოლოს შედგით ტორტი მაცივარში 3 საათით, სანამ ბოლომდე გაცივდება.
კეფირზე მომზადებული ტორტისთვის ნებისმიერი ორცხობილა შეგიძლიათ გამოიყენოთ, დესერტი მაინც შესანიშნავი და უგემრიელესი გამოვა, მაგრამ უმჯობესია ორცხობილა “ორეო” გამოიყენოთ. ტორტს შეგიძლიათ ასევე დაუმატოთ შოკოლადი ან კარამელი თქვენი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!