გრილი დესერტი რძით, რომელიც საოცრად აგრილებს

937

ზაფხულის ცხელ დღეს რა ჯობია გამაგრილებელ დესერტს? მართალია, არაფერი. ყველასათვის საყვარელი ყავა და ხილის მიქსი საოცრებებს გპირდებათ.

ინგრედიენტები

  • 15გ ჟელატინი + 2 სუფრის კოვზი წყალი
  • 500მლ რძე 1% ცხიმიანობის
  • 100-150გ შაქარი
  • 1გ ვანილი
  • 150მლ კეფირი
  • 2 ჩაის კოვზი კაკაო

მომზადება

1.ჟელატინს დაასხით წყალი და დაელოდეთ მის ამოფუებას. ქვაბში ჩაახით რძე, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და ყავა. მოათავსეთ ცეცხლზე, მოურიეთ. წამოდუღებისთანავე გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

2.მასას დაუმატეთ ჟელატინი და კარგად მოურიეთ. მასა გაყავით 2 ტოლ ნაწილად. ერთს დაუმატეთ კაკაო და კარგად მოურიეთ. მეორე ხელუხლებლად დატოვეთ. ფორმებში ჩაასხით ჯერ პირველი მასის ნახევარი, გაგრილების შემდეგ კი მეორე. ისევ გააგრილეთ დესერტი 1 საათი.

ხილის ვარიანტი

ინგრედიენტები

  • 500მ რძე
  • 15გ ჟელატინი + 2 სუფრის კოვზი წყალი
  • 150მლ ნებისმიერი ნატურალური წვენი
  • 100-150გ შაქარი
  • ბისკვიტი ან ორცხობილა

მომზადება

1.ეს რეცეპტი მეტად მარტივია ვიდრე წინა. ჟელატინს დაუმატეთ წყალი და დაელოდეთ მის ამოფუებას. რძეს დაუმატეთ შაქარი, წვენი, ათქვიფეთ ბლენდერით.

2.მასა გადაანაწილეთ ფორმებში, ზემოდან ფრთხილად მოათავსეთ ორცხობილა ან ბისკვიტი. შეინახეთ მაცივარში რამდენიმე წუთი.

უმარტივესად მოამზადებს ბავშვიც კი. გააფორმეთ კენკრით და დატკბით.

გემრიელად მიირთვით!