კარტოფილი გემრიელი შიგთავსით და ხრაშუნა ქერქით

558

კარტოფილი ყველას უყვარს, ხოლო შიგთავსით და ხრაშუნა ქერქით იმდენად გემრიელია, რომ თითებს ჩაიკვნეტთ. Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ კარტოფილის რეცეპტს გემრიელი შიგთავსით.

ინგრედიენტები:

  • 6 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • 150 გ ლორი
  • 1 ს/კ კარაქი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • დაფქული ჩილის წიწაკა გემოვნებით
  • 50 გ ხმელი ყველი (გახეხილი)
  • 1 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კარტოფილი გარეცხეთ და ქერქიანად მოხარშეთ.

2. ოხრახუში და მწვანე ხახვი დაჭერით. ხახვი და ლორი კუბებად დაჭერით და კარაქში შეწვით.

3. კარტოფილი გაასუფთავეთ.

4. შემწვარ ხახვს და ლორს ოხრახუში, მწვანე ხახვი და გახეხილი ყველი დაუმატეთ.

5. კარტოფილი შუაზე გაჭერით, შუაგული მოაშორეთ და კუბებად დაჭერით.

6. კარტოფილი, ლორი და ყველი აურიეთ.

7. ფრთხილად აურიეთ, მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.

8. კარტოფილის ნახევარი მიღებული ფარშით გაავსეთ, მეორე ნახევარი შეაერთეთ. ფქვილში, კვერცხში და კვლავ ფქვილში ამოავლეთ.

9. ოქროსფერ შეფერილობამდე ფრიტიურში შეწვით.

10. ნაზი კარტოფილი ხრაშუნა ქერქით მზადაა. გემრიელად მიირთვით.