ერთი შეხედვით მარტივი ინგრედიენტებისგან მომზადებული კარტოფილის ხვეულა წარმოუდგენლად გემრიელია.
ცომის ინგრედიენტები:
- 200 გრ კარტოფილი
- 100 გრ ფქვილი (დამოკიდებულია კარტოფილზე, თუ წყლიანი უფრო მეტი ფქვილი)
- მარილი
- 3 ს/კ გახეხილი ყველი „პარმეზანი“
შიგთავსის ინგრედიენტები:
- ყველი
ცალკე:
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება:
- კარტოფილი მომზადებამდე მოხარშეთ.
- ამის შემდეგ მოხარშული კარტოფილი დაჭყლიტეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
- პარმეზანი, მარილი და ფქვილი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელზე არ მოგეკვრებათ.
- ფქვილ მოყრილ ზედაპირზე ცომი მრგვალად გააბრტყელეთ და სექტორებად დაჭერით.
- ცომის კუთხეში ცოტა ყველი მოათავსეთ და ხვეულა დაახვიეთ.
- ღრმა ტაფაში ზეთი ჩაასხით და გააცხელეთ.
- ხვეულები ცხელ ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
- მზა ხვეულები ქაღალდის პირსახოცზე დააწყვეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ.
- გემრიელად მიირთვით!