კარტოფილის ძეხვები, რომელსაც ბავშვობაში დედა მიმზადებდა

678

ეს არის ნამდვილად შოკისმომგვრელი იდეა და რეცეპტი. უგემრიელესი და უცხო ძეხვი თქვენს ბავშვებს ნამდვილად გააოცებს.

ბავშვობაში დიდი სიამოვნებით მმივირთმედი ამ კერძს, რომელსაც დედა ხშირად მიმზადებდა. სწორედ მან ჩამაწერინა მისი საიდუმლო რეცეპტი. დღეს მინდა ჩემი ცოდნა თქვენ გაგიზიაროთ.

დარწმუნებული ვარ, რომ, ეს კერძი გულგრილს არავის დატოვებს, სამზარეულოშიც საოცარ არომატებს დაატრიალებს.

მოდით დავიწყოთ!

ინგრედიენტები

  • 2კგ კარტოფილი
  • 500გ ხორცი
  • 400გ ლორი
  • 2 ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ჩაის კოვზი მარილი
  • 50გ მანანის ბურღული
  • 250მლ რძე
  • 1 სუფრის კოვზი სანელებლები კარტოფილისთვის
  • 4 ძეხვის საფორმირებელი გარსი
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ლორი დაჭერით, კუბიკებად, ხოლო ხორცი უფრო მსვილად. შეწვით ტაფაზე 1 წუთი, შემდეგ დაუმატეთ ხორცი და შეწვით. გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით ხახვი. მოაყარეთ ტაფაზე არსებულ მასას.

2.კარტოფილი გაასუფთავეთ და წვრილად გახეხეთ. კარტოფილს დაუმატეთ ლორი ხორცით და ხახვით. მთავარია ხორცის ცხიმი არ მოხვდეს კარტოფილს.

მოაყარეთ ნიორი, მარილი, წიწაკა, მანანის ბურღული და მოასხით რძე. მოურიეთ.

3.ღორის ნაწლავები გარეცხეთ ძმრიანი წყლით ( 2ლ წყალზე 1 ჭიქა 9% ძმარი) და დატოვეთ მასში 30 წუთი. გარეცხეთ გამდინარე წყალში.

4.ნაწლავის ერთი მხარე მოკარით ძაფით და ამოავსეთ შიგთავსით. მთავარია ნაწლავის ნახევარი აავსოთ და შემდეგ კარგად მოკრათ თავი.

5.მოათავსეთ ცხიმიან ფორმაზე და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 1,5 საათი.

გემრიელად მიირთვით!