კარტოფილის ჩხირები სეზამის თესლით –  ეტაპობრივი რეცეპტი

1103

დღეს ძალიან მარტივი რეცეპტს გთავაზობთ, რომლის მიხედვით ძალიან გემრიელი კერძის მომზადებას შეძლებთ. ეს ჩხირები ცივი სახით განსაკუთრებით მიყვარს – მარტივი, ნოყიერი და გემრიელი! ასე დარჩენილი კარტოფილის პიურეს გამოყენებას შეძლებთ, რომელსაც აგარაკზე ხშირად ვამზადებთ, რადგან კარტოფილი ხელთ ყოველთვის გვაქვს.

ამ კერძს ახალი კარტოფილიდან ვაკეთებ, მაგრამ ასეთი ჩხირების მიღებას უკვე მოხარშული კარტოფილის პიურესგანაც შეძლებთ. ასე უფრო სწრაფად და მარტივად მოამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ (ზუსტად 2 ცალი) კარტოფილი
  • 50 გრ კარაქი
  • 200 გრ ფქვილი (კვერცხის გული ფქვილში, ცილა ზედაპირზე)
  • 1 კვერცხი
  • სეზამის თესლი
  • 2 კბილი ნიორი
  • მშრალი ბალახები (რეჰანი, ოხრახუში, თავშავა) ან სხვა თქვენი გემოვნებით

მომზადება:

1. კარტოფილი კარგად გარეცხეთ, გათალეთ და თითოეული 4 ნაწილად გაჭერით.


2. ქვაბს ხმელი ბალახები და 2 კბილი ნიორი დაუმატეთ და კარტოფილი მარილიან წყალში მომზადებამდე ხარშეთ.


3. შემდეგ წყალი გადაასხით (კარტოფილი მშრალი უნდა იყოს), ნიორი მოაშორეთ და კარაქი დაუმატეთ.


4. თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით პიურე მოამზადეთ. ამას ძველებური მეთოდით ვაკეთებ – ხის სანაყით.


5. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ, ცილა ჭიქაში ჩაასხით, კვერცხის გული კი პიურეს დაუმატეთ და კარგად აურიეთ.


6. ფქვილი და ცოტა მარილი დაუმატეთ, კარგად აურიეთ.


7. რბილი, ელასტიკური ცომი გამოგივათ. თუ ძალიან რბილი გამოვა, ფქვილი დაუმატეთ. ახლა ცომი საკვებ ცელოფანში გაახვიეთ და მაცივარში 30 წუთით გააჩერეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარაქი ცომის კარგად გაბრტყელების საშუალებას არ მოგცემთ.


8. ახლა ცომი 4 ტოლ ნაწილად გაყავით და ბურთები გააკეთეთ.


9. თითოეული ბურთი 6-8 მმ სისქის თხელ ფენად გააბრტყელეთ და თანაბარ ზოლებად დაჭერით.


10. ზოლები პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. კვერცხის ცილა ჩანგლით ათქვიფეთ და კარტოფილის ზოლებს წაუსვით. ზემოდან სეზამის თესლი მოაყარეთ.


11. წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ, შემდეგ რამდენიმე წუთით ზედა ცეცხლზე შეწვით. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაიწვას!


სუფრაზე შეგიძლიათ არაჟანთან (ცოტა ნიორი და მწვანილი დაუმატეთ), კეტჩუპთან ან სხვა სოუსთან ერთად გაიტანოთ – ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, ისედაც გემრიელია. სცადეთ და ისიამოვნეთ!