შოკოლადის კრემიანი რულეტი – შესანიშნავი დესერტი მთელი ოჯახისთვის

1693

ეს რულეტის ძირითადი რეცეპტია. თუ გსურთ, შეგიძლიათ შოკოლადის კრემი ჩაანაცვლოთ 1 ფინჯანი (300 გ) მარწყვის, ალუბლის, ჟოლოს, გარგარის ჯემით ან ლიმონის კრემით.

ინგრედიენტები:

  • 4 დიდი კვერცხი, ცილა და გული განცალკევებული
  • 1 ფინჯანი (150 გ) შაქრის პუდრი; დამატებით – მოსაყრელად
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1/3 ფინჯანი (50 გ) ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 3 სუფრის კოვზი რომი
  • 1 ფინჯანი თხილიანი შოკოლადის პასტა “ნუტელა”, დარბილებული
  • 4 სუფრის კოვზი შავი შოკოლადი, გახეხილი

ულუფა: 6-10

მომზადება: 30 წუთი +2 საათი გასაცივებლად

ცხობა: 15-20 წუთი

დონე: 3

მომზადების წესი: 

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე. (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 4). 25×25 სმ ზომის რულეტის საცხობ ლანგარს კარაქი წაუსვით. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  2. კარგად  ათქვიფეთ კვერცხის გულები, შაქრის პუდრი და ვანილი. შეურიეთ ფქვილი და სიმინდის სახამებელი.
  3. მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მარილი სანამ არ გამკვრივდება. ფრთხილად შეურიეთ ბისკვიტის ცომს.
  4. მიღებული მასა გადაიტანეთ მომზადებულ საცხობ  ლანგარზე.
  5. აცხვეთ 15-20 წუთი სანამ არ აფუვდება და ოქროსფერს მიიღებს.
  6. რულეტის გადასახვევად სუფთა ჩაის ტილოს მოაყარეთ შაქრის პუდრი, გადმოიღეთ ნამცხვარი ტილოზე, ქაღალდი მოაცალეთ და გვერდები ჩამოაჭერით. ნამცხვარი ტილოს დახმარებით გადაახვიეთ, დატოვეთ გაგრილებამდე.
  7. გახსენით ბისკვიტი, მოასხით რომი და შოკოლადის პასტა წაუსვით. ისევ გადაახვიეთ. რულეტი ფოლგაში გაახვიეთ. გააგრილეთ 2 საათი.
  8. გახსენით, ფოლგა მოაცილეთ და თეფშზე გადაიტანეთ.
  9. მოაყარეთ შაქრის პუდრი და გახეხილი შოკოლადი.

გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს მეგობრებს შესანიშნავი დესერტით.