კარტოფილის პიურე ყველით

2004

კარტოფილი და ყევლი – ორი შეუცვლელი პროდუქტია დიასახლისის სამზარეულოში. კარტოფილისგან ნებისმიერი კარძისთვის შეგიძლიათ გარნირის მომზადება, ხოლო ყველი ნებისმიერ კერძს გააგემრიელებს. რა მოხდება თუ ამ ორ ინგრედიენტს გავაერთიანებთ? ასეთი კერძით ნამდვილად არ გაგიჭირდებათ სტუმრების გაოცება.

კარტოფილის პიურე ყველით მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად, მის წინაშე ცდუნებას ვერავინ გაუძლებს. მისი საოცარი კონსესტენციის დამსახურებით ის პურზეც შეგიძლიათ გადაუსვათ და დატკბეთ. გამოდის ძალიან გემრიელი და საუცხოო.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 800გ
  • მოცარელა 400გ
  • ნაღები 200მლ
  • კარაქი 30გ
  • სოსისი 2 ცალი
  • ბეკონი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ და მოხარშეთ კარტოფილი. ხარშვისას დაამარილეთ გემოვნებით.

2.მზა კარტოფილი კარგად დაჭყლიტეთ და გახეხეთ.

3.კარტოფილი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ნაღები და კარაქი. კარტოფილი ცეცხლზე კარაქის გალღობამდე გააჩერეთ, ხოლო შემდეგ კი მოაყარეთ წიწაკა.

4.გახეხეთ ყველი, რათა უფრო სწრაფად გალღვეს. განუწყვეტლივ ურიეთ და ისე დაუმატეთ პიურეს მოცარელა.

5.სტუმრების გამასპინძლებამდე შეწვით სოსისი და ბეკონი.

ეს საოცარი გარნირი ძალიან უხდება ხორცს და თევზს. პიურეს შეგიძლიათ დაუმატოთ შემწვარი სოკო და ბოსტნეული. გემრიელად მიირთვით!