გემრიელი ფაფუკი ბურთულები კეფირზე

1023

ეს ბურთულები, თქვენს სადრესასწაულო სუფრას ნამდვილად დაამშვენებს.

მისი მომზადება უამრავი ხერხით შეიძლება. დღეს ჩვენ მას კეფირზე მოვამზადებთ.

ეს ფაფუკი ბურთულები ძალიან გემრიელი და არომატულია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 3 ჭიქა
  • კეფირი 1 ჭიქა
  • მშრალი საფუარი 8გ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • წყალი 1/2 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება

  1. თბილ კეფირს დაუმატეთ მშრალი საფუარი და შაქრი.
  2. კარგად მოურიეთ, დააფარეთ თავზე და დაელოდეთ 15 წუთი.
  3. ფქვილი გაცერით ღრმა ჯამში.
  4. დაუმატეთ კვერცხი და ჩაასხით მცენარეული ზეთი.
  5. მარილი გახსენით წყალში და დაასხით ფქვილს.
  6. დაუმატეთ აპარა და მოზილეთ ცომი.
  7. ცომი უნდა გამოგივიდეთ წებოვანი.
  8. ხელები დაისველეთ ზეთით და ცომი მოაქციეთ ჯამის ცენტრში.
  9. დააფარეთ თავზე და დაელოდეთ 30 წუთი.
  10. ისევ დაიმუშავეთ ხელი ზეთით, ჩაზილეთ და დაელოდეთ 1 საათი.
  11. ცომი გადაიტანეთ მცენარეული ზეთით დამუშავებულ მაგიდაზე.
  12. ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და ხელითვე გაყავით თანაბარ ნაწილებად.
  13. ცომი დააბურთავეთ და დაელოდეთ 15 წუთი.
  14. ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი, გააცხელეთ და მოათვსეთ ცომის ბურთულები.
  15. ბურთულები უნდა ცურავდეს ზეთში.
  16. მზა ბურთები გადმოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

გემრიელად მიირთვით!