როცა პატარა ვიყავი, სახლში საკმაოდ ხშირად კითხულობდნენ, რა ვაჭამოთ ბავშვს. დედა ამტკიცებდა, რომ ასეთი პრეტენზიული ჯერ არავინ უნახავს. პასუხი პროზაული აღმოჩნდა და ბებიამ იპოვა: კარტოფილი. როგორც აღმოჩნდა, ბედნიერ ბავშვს ნებისმიერი ფორმის და რაოდენობის კარტოფილის მირთმევა შეუძლია.
კულინარიულ აკადემიაში რომ ჩავაბარე, უნებურად მსოფლიოს სამზარეულოს შესწავლა დავიწყე. ესპანური სამზარეულო განსაკუთრებით მომეწონა. მათ აქვთ მოწითალო, არომატული და ნოყიერი კერძები. ერთ–ერთი კერძია კარტოფილის ტორტილა. პირველივე ცდაზე გამომივიდა და არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი შვილების ფავორიტი კერძი გახდა.
როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ტორტილა ფეტით და პომიდვრით
გამოცხობამდე ინგრედიენტების მომზადებაზე მაქსიმუმ 20 წუთს დახარჯავთ. კიდევ 35-40 წუთი ტორტილას გამოცხობას სჭირდება. 1 საათში მთელი ოჯახისთვის დიდებული ვახშამი მზად იქნება. მზა კარტოფილის ტორტილა იმდენად ნოყიერი და გემრიელია, რომ ხორციც კი ზედმეტია. თუმცა, თუ გიყვართ, კარტოფილი იდეალურად შეეთავსება ლორს ან ძეხვს.
ინგრედიენტები:
- 5 კარტოფილი
- 10 მლ მზესუმზირის ზეთი
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
- 1 ხახვი
- 50 გ ხმელი ყველი
- 1 ჩ/კ მარილი
- 4 კვერცხი
- 125 გ არაჟანი
- 100 გ ყველი ფეტა
- 2 პომიდორი
მომზადების წესი:
1. კარტოფილი გათალეთ და გარეცხეთ. საცხობ ფორმას ზეთი უხვად წაუსვით.
2. კარტოფილი მრგვალ ნაჭრებად დაჭერით და ფორმაში ფენებად ჩააწყვეთ. მარილი მოაყარეთ. ხახვი რგოლებად დაჭერით.
3. კვერცხი ათქვიფეთ, მარილი და წიწაკა დაუმატეთ, შემდეგ არაჟანი ჩაასხით. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
4. მიღებულ ნარევს დაუმატეთ გახეხილი ფეტა, ხმელი ყველი და ხახვი, ოდნავ აურიეთ.
5. მთელ ფორმაში კარტოფილს დაასხით, ზემოდან კიდევ ერთი ფენა დაჭრილი პომიდვრები დააწყვეთ.
6. კერძი 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.
მიღებული კერძი მარტივად შეგიძლიათ სრულყოთ. მაგალითად, მომზადებამდე 10 წუთით ადრე ცოტა გახეხილი ყველი დაუმატეთ. როცა ტორტილას ღუმელიდან გამოიღებთ, მწვანილი უხვად მოაყარეთ. არომატსაც შესძენს და გემოსაც განაახლებს.