მთელი ჭარხლის მწნილი: გემრიელი წასახემსებლის წარმატებული რეცეპტი

616

ადრე ისეთ ბოსტნეულს, როგორიცაა სტაფილო, კარტოფილი და ჭარხალი, სარდაფში ვინახავდი. რამდენიმე წლის წინ კერძო სახლიდან ბინაში საცხოვრებლად გადავედით. ბოსტნეულის შესანახად საკმარისი ადგილი აღარ გვაქვს, მხოლოდ რამდენიმე თარო კონსერვებისთვის მრავალსართულიანი კორპუსის საერთო სარდაფში. სწორედ ამიტომ, მთელი ჭარხლის დამწნილება ჩემი ხსნა გახდა.

ჭარხალი თბილ შენობაში დიდხანს ვერ ძლებს, ხმება ან ლპება. აი, ქილაში კარგად ჩერდება. წელს მეგობარმა მთელი ვედრო პატარა ჭარხალი მაჩუქა. გამიხარდა. შემოდგომაზე ჭარხლის დამწნილება მიყვარს, რომ ზამთარში მის ყიდვაზე, გათლასა და ხარშვაზე დრო არ დავხარჯო.

სად გამოვიყენოთ მთელი ჭარხლის მწნილი

კონკრეტულად ეს რეცეპტი ძალიან მომწონს. მგონი ყველა ჩემს მეგობარს გავუზიარე. ჭარხლის მწნილი შეგიძლიათ დაუმატოთ სალათს, ბორშისთვის დაჭრათ ან უბრალოდ ნიორი წაუსვით, პურს დაადოთ და მიირთვათ. მწნილი ჭარხალი შეგიძლიათ პატარა ზოლებად დაჭრათ, მწვანილით და ზეითუნის ზეთით შეკაზმოთ. ფაფას ან შემწვარ კარტოფილს უხდება. უგემრიელესია!

ინგრედიენტები:

  • 2,5 კგ ჭარხალი
  • 4 ს/კ მარილი
  • 6 ბაჰარის წიწაკა
  • 6 ს/კ შაქარი
  • 2 ლ წყალი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 3 მიხაკი
  • 8 ს/კ ძმარი

მომზადების წესი:

1. ჭარხალი კარგად გარეცხეთ. მომზადებამდე მოხარშეთ.

2. როცა ბოსტნეული გაცივდება, გათალეთ.

3. პატარა ჭარხლები ქილაში კარგად ჩატუმბეთ (ლიტრიანი ქილები უფრო მოსახერხებელია).

4. თითოეულ ქილას დაფნის ფოთოლი, 1 მიხაკი და 2 მარცვალი ბაჰარის წიწაკა დაუმატეთ.

5. მარინადი გააკეთეთ: წყალი, შაქარი და ძმარი აურიეთ. აადუღეთ და ჭარხალს დაასხით. თუ აუცილებელია, მდუღარე წყალი დაუმატეთ.

6. თითოეული ქილა დაახლოებით 20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ლითონის თავსახური ჰერმეტულად დაახურეთ.

7. საბანში შეფუთეთ და სრულ გაგრილებას დაელოდეთ.

ჭარხლის მწნილი ნებისმიერ სალათში შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, სალათში „ქაშაყი ქურქის ქვეშ“ ან ჭარხლის სალათი კაკლით და ზეთით მოამზადეთ. თუ ეს ბოსტნეული გიყვართ, ორაგულის გრავლაქსი ჭარხლით მოამზადეთ. წარმოუდგენლად გემრიელია!