მარტივი ინგრედიენტებისგანაც შეიძლება დელიკატესის შექმნა, მთავარია მოვინდომოთ.
ინგრედიენტები
- კარტოფილი 6 ცალი
- მწვანე ხახვი 15გ
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა გემოვნებით
- ხორბლის ფქვილი 100გ
- ყველი 200გ
- კვერცხი 1 ცალი
- საფანელი გეოვენბით
- მზესუმზირის ზეთი
მომზადება
- მარილიან წყალში მოხარშეთ კარტოფილი. მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში და დაამუშავეთ.
- დაუმატეთ ხახვი, მარილი, წიწაკა და მოურიეთ.
- 1 სუფრის კოვზ პიურეში მოათავსეთ ყველი.
- ამოავლეთ ფქვილში, კვერცხში და საფანელში. შეწვით ზეთში.
გემრიელად მიირთვით!