ხრაშუნა მილები ხორცის შიგთავსით და საფუარის ცომით

359

გსურთ უზრუნველი ბავშვობის სასიამოვნო ნოსტალგიაში გადაეშვათ? Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, მოამზადოთ ხორციანი მილები, რომლითაც ოდესღაც ბებიები გვახარებდნენ. ვერცერთი ჰოთ–დოგი ვერ შეედრება!

ინგრედიენტები:

  • 250 მლ წყალი
  • შაქარი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 350 გ ღორის ხორცი
  • 2 ხახვი
  • 5 გ საფუარი
  • მარილი გემოვნებით
  • 300 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 3 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 30 გ კარაქი

მომზადების წესი:

1. თუ მილებისთვის ხორცს იყენებთ და არა ღვიძლს, პირველ რიგში, მას მიხედეთ. ღორის ხორცი გამდინარე წყალში გარეცხეთ და მთელი ნაჭერი (350 გ) მოხარშეთ. მარილი და სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ.

2. 250 მლ თბილი წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი და 15 გ დაპრესილი საფუარი აურიეთ, რომ საფუარი გააქტიუროთ. თუ დაპრესილი საფუარი არ გაქვთ, 5 გ მშრალი საფუარი გამოიყენეთ. 5-10 წუთით გააჩერეთ.

3. ახლა 3 ჭიქა (თითო 250 მლ) ხორბლის ფქვილი საცერში გაცერით. საფუარის მასას დაუმატეთ. აქვე 2 ჩ/კ მარილი, 1/2 ჩ/კ შაქარი და 4 ს/კ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. რაფინირებული უსუნო მზესუმზირას ზეთი გამოიყენეთ. რბილი, ელასტიური ცომი მოზილეთ.

4. მზა ცომის ბურთებს მცენარეული ზეთი წაუსვით, თასში გადაიტანეთ და პარკში გაახვიეთ. მინიმუმ ნახევარი საათით გააჩერეთ.

5. სანამ ცომი ამოვა, შიგთავსს მიხედეთ. ხახვი პატარა კუბებად დაჭერით და კარაქში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. მოხარშული ღორის ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და ხახვს აურიეთ. თუ შიგთავსი მშრალია, რამდენიმე კოვზი ხორცის ბულიონი დაუმატეთ. თუ ქათმის შიგთავსს ამზადებთ, წვნიანობისთვის გამდნარი კარაქი გამოიყენეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.

6. ცომი ჩაზილეთ და კვლავ თასში ჩადეთ, 20 წუთით გააჩერეთ. ასე მაქსიმალურად ჰაეროვანი და ნაზი გამოვა. 20 წუთის შემდეგ ცომი ძეხვივით დაამრგვალეთ და პატარა ბურთებად დაყავით ისე, როგორც ფოტოზეა. სამუშაო ზედაპირს, საგორავს და ხელებს მცენარეული ზეთი წაუსვით.

7. თითოეული ცომი ფირფიტად გააბრტყელეთ, შიგთავსი დაუმატეთ და დაახვიეთ. თანაბარი ძეხვები გააკეთეთ.

8. ახლა ღრმა ტაფაში 1 სმ ფენა მცენარეული ზეთი ჩაასხით. ცხელ ზეთში მილები ჩააწყვეთ. საშუალო ცეცხლზე ყველა მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.

ესეც ასე, ხრაშუნა წასახემსებელი მზადაა! შეგიძლიათ მიირთვათ. ბავშვებს დაუძახეთ და საყვარელ მეუღლეს გაუმასპინძლდით! გემრიელად მიირთვით!