კანაპე შებოლილი თევზით და კარტოფილით

712

ინგრედიენტები

  • ორაგული 100გ
  • კარტოფილი 7 ცალი
  • ცხიმიანი არაჟანი ან ნაღების ყველი 100გ
  • კარაქი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. გარეცხეთ კარტოფილი ჯაგრისით, მოათასვეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოათავსეთ ცეცხლზე. მოხარშეთ 5-7 წუთი წყლის ადუღების შემდეგ. გადაასხით წყალი და გააგრილეთ კარტოფილი.
  2. ბასრი დანით დაჭერით კარტოფილი. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოათავსეთ კარტოფილი, გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10წუთი.
  3. არაჟანი ან ნაღების ყველი ათქვიფეთ. გაგრილებული კარტოფილი მოათავსეთ თეფშზე, მოასხით 1 ჩაის კოვზი არაჟანი და მოათავსეთ თევზი.

კარტოფილი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მათი ოლადებით. 200გ კარტოფილის პიურეს ფხვნილს დაუმატეთ რძე, გააგრილეთ, დაუმატეთ კვერცხი, ცოტა ზეთი, 125გ ფქვილი და მარილი. მოზილეთ ცომი. გამოაცხეთ.

გემრიელად მიირთვით!