ეს სალათი შექმნილია მათთვის ვისაც ზღვის პროდუქტები უყვარს. ხოლო ლიმნის, პომიდვრის და ნივრის წვენი ამ სალათს განუმეორებელს ხდის. კალმარის სალათი და ეს სოუსი ნამდვილად ძვირფასი აღმოჩენაა.
თუ თქვენ გაქვტ გრილი, მაშინ შეგიძლიათ ინგრედიენტები მასზე შეწვათ. ამ მეთოდით თქვენი სალათი უფრო გემრიელი გახდება.
ინგრედიენტები
- პომიდორი ჩერი 8
- ოხრახუში 0,5 კონა
- ლიმონი 0,5
- ბულგარული წიწაკა 1 ცალი
- ნიორი 1 კბილი
- ცუკინი 1
- კალმარი 2 ცალი
- ყველი სულუგუნი 100გ
- ზეითუნის ზეთი გემოვნებით
- შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1.კალმარს დაასხით ცხელი წყალი 1-2 წუთი ისე, რომ მთლიან დაიფაროს. გარეცხეტ ცივი წყლით და გაასუფთავეთ.
2.კალმარი კერგად გაასუფთავეთ და გამოშიგნეთ. გასუფთავებყლი კალმარი დაჭერით გრძლად.
3.დაჭერით ცუკინი და წიწაკა. ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, მასზე მოთავსეთ კალმარი და ბოსტნეული. შეწვით საშუალო ცეცხლზე, დაუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
4.აიღეთ ორი პომიდორი ჩერი, იქსის ფორმაზე ჩაჭწერით, დაასხით ცხელი წყალი და გაფრცქვენით.
5.წვრილად დაჭერით ნიორი და ოხრახუში, გახეხეთ პომიდორი ჩერი და დაუმატეთ მზა ბოსტნეულს. მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი, დაუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
6.გასუფთავებული პომიდორი ოთხად გაჭერით. მოაყარეთ ბოსტნეულთან ერთად შემწვარი კალმარი.
7.სალათს დაუმატეთ მსხვილად გახეხილი ყველი და ზემოდან მოასხიტ სოუსი.
ეცადეთ კალმარი ძალიან არ დაბრაწოთ, რადგან ის უხეში და წელვადი გახდება. მათ მომზადება სულ, რაღაც 2-3 წუთი სჭირდება. გემრიელად მიირთვით!