დღეს ჩვენ სსაოცარ კანფეტებს მოვამზადებთ მშრალი რძისა და კაკაოსგან.
ინგრედიენტები
- 250გ მშრალი რძე
- 300-350გ შაქარი
- 100გ კარაქი
- 100მლ წყალი
- 2-3 სუფრის კოვზი კაკაო
- კარდამონი
მომზადება
1.პირველ რიგში შაქრისა და წყლისგან მოადუღეთ სიროპი. წამოდუღების შემდეგ ცეცხლზე გააჩერეთ 5 წუთი.
2.ცხელ სიროპში მოათავსეთ კარაქი და დაელოდეთ 2 წუთი. კარგად მოურიეთ.
3.ჯამში მოათავსეთ მშრალი რძე და კაკაო.
4.კაკაოს მასას დაუმატეთ სიროპი. კარგად მოურიეთ. დაუმატეთ კარდამონი. მოათავსეთ მაცივარში 30-40 წუთი.
5.დესერტს მიეცით სასურველი ფორმა და ამოავლეთ კაკაოში.
6.შეგიძლიათ კაკაოს ნაცვლად გამოიყენოთ ქოქოსი ან ნიგოზი.
7.მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ 5 დღე.
გემრიელად მიირთვით!