ჭარხლის მხალი – გემრიელი და არომატული კერძი ნებისმიერი სუფრისათვის.

3494

ჭარხლის მხალი ქართული სამზარეულოს ტრადიციული, პოპულარული კერძია. მხალი ხომ ძალიან უხდება მჭადს და არა მარტო…მოდით ერთად მოვამზადოთ ეს ქართული კერძი.

ინგრედიენტები: 

  • ჭარხლის ფოთლები – 500 გ
  • ჭარხალი – 70 გ
  • ნიგოზი – 150 გ
  • ცოცხალი ქინძი – 10 გ
  • ოხრახუში – 10 გ
  • უცხო სუნელი – 1 ჩ.კ.
  • ხმელი ქინძი – 1 ჩ.კ.
  • ყვითელი ყვავილი – 1 ჩ.კ.
  • თეთრი ღვინის ძმარი – 1 ს.კ.
  • ნიორი – 1-2 კბილი
  • ხახვი – 1 თავი
  • მარილი გემოვნებით
  • ბროწეული გასაფორმებლად

მომზადების წესი:

  1. ჭარხლის ფოთლები გაასუფთავეთ, მოაჭერით უხეში ღეროები და ქვაბში ჩააწყვეთ. დაასხით ცხელი წყალი და 1-2 წუთის განმავლობაში ხარშეთ. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. გაცივებული ჭარხლის ფოთლები გაწურეთ და წვრილად დაკეპეთ.
  2. ცალკე კარგად მოხარშეთ ჭარხალი და სახეხზე გახეხეთ.
  3. დაჭერით ძალიან წვრილად ხახვი, ცოცხალი ქინძი და ოხრახუში. ნიორი სახეხზე გახეხეთ.
  4. გაატარეთ ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში.
  5. ჭარხლის დაკეპილი ფოთლები, გატარებული ნიგოზი და გახეხილი ჭარხალი ერთმანეთში აურიეთ და დაამატეთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, გახეხილი ნიორი, მარილი, 1 სუფრის კოვზი ძმარი და 1 სუფრის კოვზი წყალი.
  6. გააჩერეთ მომზადებული მხალი 30 წუთს, სუფრასთან მიტანის წინ ბროწეულის მარცვლებითა და ცოცხალი ქინძით გააფორმეთ.