თუ მაცივარში ყაბაყი, მწვანილი და ყველი გაქვთ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
ჩვენი რედაქცია ყოვეთვის განსაკუთრებულ და გამოსადეგ რეცეპტებს გიზიარებთ. დღევანდელი, ჩვენი რჩევები რთული სიტუაციიდან მარტივად გამოგიყვანთ და სტუმრებთანაც თავს წარმოიჩენთ.
ყაბაყის ნამცხვარი ღუმელში
ინგრედიენტები
- 100გ კარაქი
- 150გ ფქვილი
- 20მლ რძე
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1 ყაბაყი
- 50მლ ნაღები
- 100გ ყველი
- 1 კვერცხი
- პაპრიკა, ბაზილიკი
- ოხრახუში
მომზადება
1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, რძე და დარბილებული კარაქი. დააბურთავეთ ცომი, არ მოზილოთ.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, მასში ფრთხილად მოათავსეთ ცომი. გადაანაწილეთ თანაბრად, ამოიყვანეთ კუთხეები. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 5-7 წუთი.
2.გარეცხეთ ყაბაყი, არ გათალოთ. დაჭერით კუბიკებად. გადაიტანეთ ჯამში, მოასხით ნაღები. დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ბაზილიკი, პაპრიკა, კვერცხი და გახეხილი ყველი.
3.წვრილად დაჭერით ოხრახუში და დაუმატეთ შიგთავსს. ღუმელიდან გამოიტანეთ ცომი, მაგრამ ღუმელი არ გამორთოთ.
მოურიეთ შიგთავსს და გადაიტანეთ ცომში, გადაანაწილეთ თანაბრად.
4.გამოაცხეთ 15-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!