თურქული ბაზლამა რძეზე – დაუვიწყარი თურქული სამზარეულოს გული!

1976

თურქული სამზარეულო, ჩემი სუსტი წერტილია, ამის თქმა თამამად შემიძლია. მათ ტკბილეულზე უბრალოდ გონებას ვკარგავ. თურქეთიდან ჩამოსვლის შემეგ, ბაზლამას სახლშიც ძალიან ხშირად ვამზადებ.

თქვენ დაგჭირდებათ, მხოლოდ 4 ინგრდიენტი. ეს კერძი ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება.

ინგრედიენტები

  • რძე 180მლ
  • წყალი 180მლ
  • საფუარი 10გ
  • ხორბლის ფქვილი 550გ
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • კარაქი 75გ
  • ოხრახუში 15გ
  • ნიორი 1 კბილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათვსეთ ოთახის ტემპერატურის რძე. მასში გახსენით საფუარი, მარილი და ფქვილი.

2.მოზილეთ რბლი ცომი, უნდა გამოვიდეს საკმაოდ წებოვანი. დაელოდეთ 1,5 საათი ამოფუებას.

3.მზა ცომი ჩაზილეთ და გაყავით 4 ნაწილად. გააბრტყელეთ. კარგად გააცხელეთ ტაფა, არ დაასხათ ზეთი.

4.შეწვით 1-1 წუთი ორივე მხრიდან. გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ მარილი და დაჭყლეტილი ნიორი.

5.მოაყარეთ მწვანილი და მოურიეთ ინგრედიენტებს. ეს მასა წაუსვით მზა კერძს.

გემრიალდ მიირთვით!