ტროპიკული ხილის არომატით გაჯერებული ეს ნუგბარი იდეალურია სადილის შემდეგ მისართმევად, განსაკუთრებით თუ ცხარე და სანელებლებით ჭარბად შეზავებული კერძები მიირთვით.
ინგრედიენტები:
- 250 გ თეთრი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
- 180 მლ მარაკუიას რბილობი, გაწურული; დამატებით – მოსართავად
- 4 დიდი კვერცხი, ცილა და გული განაცალკევებული
- 375 მლ ცხიმიანი ნაღები
- 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
ულუფა: 4
მომზადება: 20 წუთი +3 საათი გასაცივებლად
დონე: 2
მომზადების წესი:
- თეთრი შოკოლადი და მარაკუიას რბილობი მოათავსეთ თასში და ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დადგით 3 წუთი გასაგრილებლად. დაუმატეთ კვერცხის გულები და ურიეთ, ვიდრე გაიქნება.
- ცალკე თასში მიქსერით ათქვიფეთ კვერცხის ცილა. ბეზე დაუმატეთ შოკოლადიან მასას და კოვზით მოურიეთ.
- 1 ფინჯანი (250 მლ) ნაღები მიქსერით ათქვიფეთ და შეურიეთ კრემს.
- მუსი თანაბრად გაანაწილეთ 4 ჭიქაში ან მომცრო ზომის თასში. თავზე დაახურეთ და მაცივარში 3 საათი მაინც გააჩერეთ.
- სუფრაზე მიტანის წინ ათქვიფეთ შაქრის პუდრი და დარჩენილი ნაღები, მუსის ზედაპირზე ვარსკვლავად დასვით. მუსი მორთეთ მარაკუიათი.