სადღესასწაულო დღეები მოგვიახლოვდა. ეს ნიშავს, რომ უკვე უნდა მოვიმარაგოთ საოცარი რეცეპტები.
ეს კერძი ძალიან მოუხდება მაგიდა და სტუმრებსაც აუცილებლად გააოცებს. ამ მეთოდით მომზადებულ ხორცს ნებისმიერი გარნირი უხდება.
ინგრედიენტები
- 900გ ღორის ხორცი
- 3 კბილი ნიორი
- 3 სუფრის კოვზი თაფლი
- 2 სუფრის კოვზი დიჟონური მდოგვი
- 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 1 ლიმონი
- 50გ შაქარი
- 45გ მარილი
- 1ლ წყალი
- 2 ჩაის კოვზი ბექონდარა
მომზადება
1.ამ შემთხვევაში მთავარია კარგი მარინადი მოვამზადოთ. ამისათვის 1ლ წყალში გახსენით შაქარი, მარილი და მასშ მოათავეთ ხორცი. შეინახეთ მაცივარში 1 საათი.
2.დროის გასვლის შემდეგ, ხორცი ამოიღეთ მარინადიდან და გაამშრალეთ. შეგიძლიათ მოათავსოთ გამოსაცხო ფორმაში.
3.ახლა კი მოვამზადოთ სოუსი. გაწურეთ ლიმონი, დაჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ მდოგვი,თაფლი და ბექონდარა.
4.მიღებულ სოუსში ამოავლეთ ხორცი, ხოლო დარჩენილი კი მოასხით მას.
5.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!