ზღაპრული ბლითები ხაჭოს ცომისგან

770

ეს ძალიან გემრილეი ნუგბარია, რომელიც კარაქისა და ხაჭოს დუეტის წყალობით ძალიან ფუმფულა გამოდის! დღეს ისეთი ბლითების რეცეპტი მოგიმზადეთ, რომლებიც ჩაკბეჩის შემდეგ – პირში დნება!

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ფქვილი
  • 100 გრამი ხაჭო
  • 100 გრამი კარაქი
  • 1 კვერცხის გული
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი და მწიკვი დარიჩინი – გულსართისთვის

მომზადების წესი:

1. ფქვილს დაუმატეთ ხაჭო და კუბებად დაჭრილი კარაქი. ინგრედიენტები აუცილებლად უდნა გახეხოთ რათა ნამცეცებად იქცეს.


2. მიღებულ მასას კვერცხის გული დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. დაამრგვალეთ, შეახვიეთ საკვების ცელოფანში და მაცივარში 40 წუთით შედგით.

3. ფქვილმოყრილ ზედაპირზე ცომი გააბრტყელეთმართკუთხედად და სამკუთხედებად დაჭერით. მოაყარეთ მათ შაქარი და დარიჩინი და გადახვიეთ რულეტივით.

4. დაალაგეთ ჟარუნაზე და საყინულეში 25-30 წუთით შედგით. შემდეგ 200 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში – 25-30 წუთი აცხვეთ.

ამ დესერტის მომზადება ძალიან ცოტა დროა და დანახარჯს მოითხოვს მაგრამ, თავისი გემოთი ნამდვილად მოგაჯადოვებთ!