ზომიერად ტკბილი, ნატურალური ნაყინი უკრაინელი დიასახლისის რეცეპტით

852

მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შვილებისთვის ნაყინი მაღაზიაში არ გვეყიდა. მისი შემადგენლობა ნდობას არ იწვევს, არაფერს ვამბობ 2–3 წელი შენახვის ვადაზე. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჰქონდეს ნაყინს ამხელა ვადა. იქნებ საქმე შინაურულ ნაღების და შესქელებული რძის ნაყინშია ვაფლით. 100%–ით შინაურულ პლომბირს უკრაინელი დიასახლისის, ლილი ცვიტის რეცეპტით ვამზადებ. ზომიერად ტკბილი და არომატულია!

ნაყინი ვაფლში

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ნატურალური შინაურული ნაყინი პლომბირი. მაღაზიის ნაყინი ვერ შეედრება!

ინგრედიენტები:

  • 500 გ ნაღები
  • 300 გ შესქელებული რძე
  • 2 ვაფლი
  • შემავსებელი სურვილისამებრ

მომზადების წესი:

1. ცხიმის მაღალი პროცენტის მქონე ნაღები აირჩიეთ. 33% შესაფერისია. არაჟანიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ნაყინს მომჟავო გემოს ანიჭებს. ნაღები თასში ჩაასხით, მიქსერით სქელი ფაფუკი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

2. ნაღებს უმი შესქელებული რძე დაუმატეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ორივე პროდუქტი მაცივრიდან უნდა გამოიღოთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მიქსერით ათქვიფეთ. სურვილისამებრ, ამ მასას ნებისმიერი შემავსებელი დაუმატეთ. მაგალითად, შოკოლადი, კაკალი, მურაბა ან ხილი.

3. მართკუთხა საცხობი ფორმის ძირში ვაფლი ჩააფინეთ. ვაფლის ფურცლები საჭირო ზომაზე გადაჭერით. ვაფლზე ნაღების მასა დაასხით და მთელ ზედაპირზე გაათანაბრეთ.

4. ზემოდან ნაყინს ვაფლის მეორე ფენა დაადეთ. ნაყინი საყინულეში 2–3 საათით სრულ გამაგრებამდე გააჩერეთ.

5. როცა ნაყინი სრულად გამაგრდება, ცხელი დანით დაჭერით. გემრიელად მიირთვით!

ნაყინი ვაფლში ძალიან მარტივად მზადდება, თავად ინგრედიენტები მარტივი და ხელმისაწვდომია. პირველად, როცა დედამ ეს ტკბილეული მოამზადა, ვერ დავიჯერე, რომ სახლში გაკეთებული იყო. ახლა ექსპერიმენტებს ვატარებ: გახეხილ შოკოლადს, ასევე ბანანს, მარწყვს ან კივს ვუმატებ. მურაბით და შესქელებული რძით კრემ ბრიულე გამოდის.

შეუდარებელი რეცეპტია, გირჩევთ მოამზადოთ. ამ ტკბილეულის წინაშე რთულია ცდუნებას გაუძლოთ!